“გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა”- ზელენსკი

„გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალების საწყობებზე განხორციელებული დარტყმა ძალიან ეფექტური იყო.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მებრძოლებს. გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა, სწორედ ასეთი რამეები ასუსტებს მტერს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართულია ამაში. ასეთი სიზუსტე შთამაგონებელია“- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებებზე, კერძოდ, კურსკის ოლქში სიტუაციის ცვლილებებზე.

მსგავსი თემები