“შონი დიდებული მებრძოლია, მაგრამ დღეს მე ის უბრალო ბიჭად ვაქციე”- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა, მას შემდეგ რაც UFC-ის ახალი ჩემპიონი გახდა.
ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოოლოდ, მსაჯებმა გამარჯვება ერთსულოვნად დვალიშვილს მიანიჭეს.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო.
როგორ შეხვდა ზაზა ფაჩულია UFC-ის ახალ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს (video)