უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს „ბილდის“ ინფორმაციას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სავარაუდოდ მზად არის, შესთავაზოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის გარკვეულ ნაწილებში. უწყების წარმომადგენლის, გიორგი ტიხის განცხადებით, კიევი არ გეგმავს ომის რაიმე ფორმით გაყინვას. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ელემენტები, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააცნობს აშშ-ს, უეჭველად გააძლიერებს და არ დაასუსტებს უკრაინასა და მის მეომრებს.
გარდა ამისა, კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დიმიტრი ლიტვინმა უარყო „ბილდის“ ინფორმაცია და განაცხადა, რომ გერმანულმა გამოცემამ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა.