,,ორი შვილი დარჩა” – სოფელ ახაშენში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. მათივე თქმით, მამაკაცი ხშირად ეჭვიანობდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო. „დილით ვნახე ყველა ერთად. სახლში რემონტი ჰქონდათ, აბაზანას არემონტებდნენ. ხელოსანი ამ კაცის მეგობარი იყო. ცოლი სხვაგან იყო და სოფელში დილით ჩამოვიდა. შუადღეს ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ მეგობარი, რომელიც მათ სახლში ხელოსნად მუშაობდა, აბაზანაში გარდაცვლილი იყო. ცოლის ძებნა დავიწყეთ და ისიც სამზარეულოში იყო გარდაცვლილი. მერე გავიგეთ, რომ კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს მოკლული, ისიც ამ კაცის მეგობარი. ხშირად ეჭვიანობდა ცოლზე, არადა…

მეტი...

,,საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო ინტენსიური აქტივობები შეინიშნება” – გივი მიქანაძე

,,ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინტენსიური, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტივობები შეინიშნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევისა და არასამთავრობოების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამთავრობოების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი მაგალითიც რეგიონებში ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალის” ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებია. ,,2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი ნათელი მაგალითიც არის რეგიონებში განხორციელებული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები. ამ კონსტრუქციულ სახელწოდებას…

მეტი...

რუსეთმა აშშ-ის 92 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

მოსკოვმა ამერიკის იმ მოქალაქეების სია გაზარდა, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა შეერთებული შტატების კიდევ 92 მოქალაქე. სანქციები შეეხება The New York Times-ის, The Washington Post-ის, The Wall Street Journal-ისა და სხვა გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტებსაც. კრემლი მათ რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და ჰიბრიდული ომის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

მეტი...

გამჭვირვალობის შესახებ კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, დღეს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით. ,,მიგვაჩნია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება, იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას. არ წარმოადგენს დეკლარირებული მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას, აჩენს კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობას და არ აკმაყოფილებს „კანონის განსაზღვრულობის“ მოთხოვნებს. ამასთანავე, არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის. ანგარიშგების დამატებითი მოთხოვნების დაწესებით კი, მნიშვნელოვანი და…

მეტი...

,,ეს ნიშნავს ეკლესიის რეიდერულ მიტაცებას” – მიხეილ სააკაშვილი

,,ოლიგარქის მორიგი ტრიუკი”, – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ხელისუფლების გეგმას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ. მისი თქმით, გადაწყვეტილება ,,ეკლესიის ანტიქრისტესათვის გადაცემა” იქნება და ამ ნაბიჯით ივანიშვილი არჩევნებში ,,ქართული ოცნების” ჩამორჩენის გადაფარვას ცდილობს. ,,ეს ნიშნავს ეკლესიის რეიდერულ მიტაცებას. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მე მესმის, საპატრიარქო მტკიცედ არის ეკლესიის დამოუკიდებლობის დაცვის პოზიციაზე. პატრიარქს, რომელმაც კარგად იცის, რა იყო საბჭოთა დიქტატურა, შეუძლებელია იქ დაბრუნება უნდოდეს”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშებს. ბრატისლავის „სლოვანი“, სადაც კაშია თამაშობს, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე პირველად გავიდა. შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში „სლოვანმა“, რომელსაც „ჯვაროსნების“ ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, დანიურ „მიდტიულანდს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. 37 წლის კაშიამ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა, შესაბამისად ჯგუფურ ეტაპზე სწორედ „სლოვანი“ გავიდა. ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

მეტი...

ავარია გურიაში – ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგომართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

ვინ არის ცოლის და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული კაცი

ფიქრია ტუგულაშვილი ქმრის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე მეზობლებთან ხშირად საუბრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ ქალი სიკვდილს ერთხელ უკვე გადაურჩა. დაახლოებით, ორი წლის წინ, ის ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე, კისრის არეში დანით დაჭრა. მაშინ, პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. ციხიდან გათავისუფლებიდან ერთ თვეში, მან ცოლს, ამჯერად, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. კაცმა იმავე იარაღით მოკლა ორი მეგობარიც. დამნაშავის სახლში ცხედრები პირველად მეზობლებმა ნახეს. სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ახლა მას სამართალდამცველები ეძებენ. უკვე დაკითხეს მეზობლებიც. წინასწარი ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა საკუთარ სახლში მოკლა ცოლი და ერთი მეგობარი, რომელიც მასთან აბაზანის რემონტზე მუშაობდა. ამის შემდეგ, რამდენიმე…

მეტი...

იაპონიაში ტაიფუნ „შანშანს“ მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიაში, ტაიფუნ „შანშანს“ სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ს ცნობით, სტიქია კუნძულ კიუშუზე მძვინვარებდა, სადაც ქარის სიჩქარე საათში 252 კილომეტრს აღწევდა. დაახლოებით 255 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კაგოშიმასა და მიაძაკის პრეფექტურებში სულ მცირე 39 ადამიანი დაშავდა. იაპონიის სამხრეთით სტიქიის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა, შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობაც.

მეტი...

საფრანგეთმა პაველ დუროვის ძმის დაკავების ორდერიც გასცა

საფრანგეთმა Telegram-ის თანადამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმის დაკავების ორდერი გასცა. Politico-ს მოპოვებულ დოკუმენტში ჩანს, რომ საფრანგეთში Telegram-ის ირგვლივ გამოძიება გაცილებით უფრო ფართოა და თვეების წინაა დაწყებული. მანამდე ფრანგული მედია ამბობდა, რომ გამოძიება მხოლოდ ივლისში დაიწყო. შეგახსენებთ, რომ Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ 24 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავა. მის გასამართლებას, პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს, მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობისა და ასევე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის მუხლით.

მეტი...

ლიეტუვამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. უცხოური მედიის ცნობით, დახმარების პაკეტში სატვირთო მანქანები, დასაკეცი საწოლები და საბრძოლო სისტემები შედის. გავრცელებული ინფორმაციით, დახმარება უკრაინაში 28 აგვისტოს ჩავიდა. „უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ, წელს ლიეტუვამ უკვე მიაწოდა 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა, M577 და M113 ჯავშანტექნიკა, ზამთრის სეზონისთვის საჭირო აღჭურვილობა და თბილი ტანსაცმლის ნაკრები, სატანკო ყუმბარმტყორცნი და სხვა დამხმარე აღჭურვილობა“, – ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან ლიეტუვამ უკრაინას 647 მილიონ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია, ქვეყანაში გრძელვადიანი დახმარების მთლიანმა მოცულობამ კი 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

მეტი...

კიევში კვლავ საჰაერო განგაშია

ხუთშაბათს, დილით კიევში კვლავ საჰაერო განგაშია. უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსი დამპყრობლების მიერ გაშვებული კამიკაძე-დრონების გაუვნებელყოფას აგრძელებს. დრონების მოძრაობა შეინიშნება შემდეგ რეგიონებში: კიევი, ჟიტომირი, ჩერნიგოვი, ჩერკასი, პოლტავა. გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ათეულობით დრონი გაუშვა. ადგილობრივი ხელისუფლების, ინფორმაციით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 10-ზე მეტი რუსული ,,შაჰედი” დედაქალაქის თავზე და გაანეიტრალეს მტრის 5 დრონი დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე.

მეტი...

ესპანეთმა უკრაინას შვიდი ელექტროგენერატორი გადასცა

ესპანეთმა უკრაინას შვიდი ელექტროგენერატორი გადასცა. ინფორმაციას ესპანეთში უკრაინის საელჩო ავრცელებს. ენერატორები უკრაინაში ენერგო ბიექტებზე რუსული თავდასხმების შედეგად გამოწვეული შედეგების დასაძლევადაა გათვლილი. ჰუმანიტარული დახმარებაში სამი 200 კვტ და ოთხი 220 კვტ გენერატორი შედის. საერთო ჯამში დახმარება 360 000 ევროს ღირებულებისაა. აღნიშნული დახმარება მოსახლეობის ზამთრისთვის მომზადების ხელშეწყობას გულისხმობს. როგორც ცნობილია, გენერატორები უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

მეტი...

პაველ დუროვს სასამართლომ საფრანგეთის დატოვება აუკრძალა და 5-მილიონიანი გირაო დააკისრა

პაველ დუროვს სასამართლომ საფრანგეთის დატოვება აუკრძალა და 5-მილიონიანი გირაო დააკისრა. ის პოლიციაში კვირაში ორჯერ უნდა გამოცხადდეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა პაველ დუროვის ძმის დაკავების ორდერიც გასცა. შეგახსენებთ, რომ Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ 24 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავა. მის გასამართლებას, პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს, მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობისა და ასევე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის მუხლით.

მეტი...

იტალიაში ორი ქართველი დააკავეს

იტალიაში ბინის გაქურდვის ბრალდენით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ეჭვმიტანილები 35 და 33 წლის კაცები არიან. ადგილობრივი მედია წერს, რომ ქართველებმა სახლის გატეხვის შემდეგ ნივთები გამოიტანეს და შემთხვევის ადგილი მანქანით დატოვეს, რა დროსაც პოლიცია აედევნა. ეჭვმიტანილების მანქანაში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციამ ქართველების მანქანიდან ოქროს ძვირფასი ნივთები და ბინის გასატეხი სპეციალური ხელსაწყო ამოიღეს.

მეტი...

“მეორე დღეა ჩემი ბიჭი თავს არ იბანს, ბუდუმ ხელი გადამისვაო”- რას წერს ქართველი ემიგრანტი ბუდუ ზივზივაძეზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, გერმანიაში ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ქართველ გულემატკივრებთან მივიდა, სურათები გადაიღო და ავტოგრაფებიც დაარიგა. როგორც ნათია კირთაძე სოციალურ ქსელში წერს, ზივზივაძემ გერმანელ ქომაგებსაც შეაყვარა თავი და მათი უმრავლესობა სტადიონზე ქართველი ფეხბურთელის სახელს სკანდირებს. „არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩვენი განცდილი სიხარული. წლებია ვცხოვრობთ გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შვილები დაიბადნენ გერმანიაში არიან საქართველოს ნაკრების და თითოეული ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი. გუშინ გვერგო პატივი მატჩის შემდეგ პირადად გვენახა ბუდუ. ჩვენი ბუდუ ჯერ უკეთილშობილესი ადამიანი და მერე მაგარი ფეხბურთელია აუხდინა ოცნება და დიდი სტიმული მისცა ჩემს ბიჭს(გადაწყვეტილი აქვს ფეხბურთელობა).თამაშის შემდეგ…

მეტი...

“სამზარეულოში ეგდო მკვდარი”- სამმაგი მკვლელობა კახეთში, რას ყვებიან ადგილობრივები

სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ. უკვე დაკითხეს მეზობლებიც. ადგილობრივები სასტიკი დანაშაულის  სავარაუდო მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ. ირკვევა, რომ ბრალდებული კაცი წარსულში ცოლზე ძალადობის გამო იყო ნასამართლევი, თუმცა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა. „მეუღლემ გახედა, იქნებ რამე უნდაო, მივიდა ნახა და კაცი მკვდარი იყო. მერე გავიგე ზეგანში კაცი მოკლესო და ვიფიქრე, ნეტა ფიქრია სადაა, ხომ არაფერი მოხდა-მეთქი, ვეძახე, და რომ არ გაგვაგონა, დავიწყე ძებნა. გავიხედე სამზარეულოში და ეგდო მკვდარი, სისხლში ცურავდა. არც ჩხუბი გაგვიგია, არც ზედმეტი არაფერი. ეჭვიანია, ადრეც მოუხდათ ეჭვიანობის ნიადაგზე. ახლა გამოვიდა ციხიდან,…

მეტი...

„ვაგრძელებთ რუსეთში ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას”-ზელენსკი

„ვაგრძელებთ რუსეთში ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ვაგრძელებთ უკრაინის საზღვართან მდებარე გარკვეულ რაიონებში ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას. დღესაც, როგორც ყოველ სხვა დღეს, არის ჩვენი გაცვლითი ფონდის [ომის ტყვე რუსები] შევსება. მადლობა, მეომრებო! ეს არის ის, რაც დაგვეხმარება რუსული ტყვეობიდან ბევრი ჩვენი ადამიანის დაბრუნებაში. ახლა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მთელი ზეწოლა, რომელიც რუსეთში გადავიტანეთ, ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ უფრო მეტი ზეწოლის გადატანა ჩვენს დონეცკის ოლქზე” – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

“რუსეთისთვის კურსკის რეგიონის დაბრუნება ადვილი არ იქნება”- დევიდ კოენი

“უკრაინის ჯარები კურსკის რეგიონში თავდაცვით სტრუქტურებს აშენებენ. კიევი არ გეგმავს ამ ტერიტორიის ანექსიას (ამაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც საუბრობდა), მაგრამ რუსეთისთვის მისი დაბრუნება ადვილი არ იქნება “-აცხადებს აშშ-ის  ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს [CIA] დირექტორის მოადგილე დევიდ კოენი. კოენმა მერილენდის შტატში, ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამიტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა რუსეთის კურსკის რეგიონში, უკრაინის ოპერაციაზე და აღნიშნა, რომ უკრაინის არმია აპირებს დაიკავოს რუსული ტერიტორია „გარკვეული პერიოდის განმავლობაში”. მისივე განცხადებით, პუტინს მოუწევს „გაუმკლავდეს ამ მოვლენების რეზონანსს საკუთარ საზოგადოებაში“.  

მეტი...

„ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა“- რას წერს არველაძე მამარდაშვილის ტრანსფერზე

შოთა არველაძე „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის გადასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც არველაძე წერს, მამარდაშვილის ტრანსფერი, ამ თაობის დიდი პოტენციალის კიდევ ერთი დადასტურებაა. „გიორგი მამარდაშვილს ვულოცავ უდიდეს კლუბში ტრანსფერს და მიხარია, რომ მისი პროფესიონალიზმი და შრომა სათანადოდ დაფასდა. მოზარდი ფეხბურთელისთვის ოცნებები უცვლელია; ყველა ოცნებობს დიდ გუნდში მოხვედრაზე, ისე, როგორც ათწლეულების წინ ჩვენი და შემდგომი თაობების შემთხვევაში იყო. მამარდამ თავისი გამორჩეული უნარებით დაიმსახურა, რომ „ლივერპულის“ დონის კლუბში მოხვედრილიყო. ჩვენი საზომით, ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, რომ ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა. წარმატებებს ვუსურვებ მას…

მეტი...

“ქართველები გადავწყვეტთ საქართველოს ბედს და არა უცხოელები”- მეუფე იაკობი

„დამთავრდება არჩევნები და ყველაფერი, ღვთის შეწევნით, კარგად იქნება, ქართველები გადავწყვეტთ საქართველოს ბედს და არა უცხოელები“- ასე მიმართა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბეში მრევლს ქადაგებით ეპისკოპოსმა იაკობმა. მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა. “ჩვენთან რომ არჩევნებია, კი ვხედავთ, როგორი დამოკიდებულებაა, როგორი დაძაბულია საზოგადოება. დამთავრდება არჩევნები და ყველაფერი, ღვთის შეწევნით, კარგად იქნება, ქართველები გადავწყვეტთ საქართველოს ბედს და არა უცხოელები. ამერიკასა და ევროკავშირშიც არიან ჯგუფები, რომელსაც მიზანი აქვთ, რომ თავიანთი ქვეყნის შიგნით თვითონ მართავდნენ და ყოველ სიკეთესთან თვითონ ჰქონდეთ ხლი და საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში სჭირდებათ ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ძალიან იაფი დაუჯდებათ.…

მეტი...

“ივანიშვილს შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმინდათა წმინდა – ზიარება”- სააკაშვილი

„ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება – მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, ეპისკოპოსები, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმინდათა წმინდა – ზიარება“ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მესამე პრეზიდენტი  ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების გეგმაზე. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მსგავსი გადაწყვეტილება იქნება „ეკლესიის ანტიქრისტესათვის გადაცემა“. „ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება. საქმე ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მან განიზრახა საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ეს კი ნიშნავს, რომ მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, ეპისკოპოსები,…

მეტი...

სლოვაკეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის ექვს სისტემას შეიძენს

სლოვაკეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის ექვს სისტემას შეიძენს.  ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სლოვაკეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.  მთავრობამ ექვსი მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გეგმა უკვე დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს 554,3 მილიონ ევროდ შეიძენს. ასევე, მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, სლოვაკეთი ჩეხეთისგან 1300-ზე მეტ მძიმე სატვირთოს შეიძენს, რომელთა სავარაუდო ღირებულება 708,3 მილიონი ევრო იქნება.    

მეტი...

უკრაინამ მორიგი იერიში მიიტანა როსტოვის ნავთობბაზაზე

უკრაინულმა ძალებმა დრონებით მორიგი იერიში რუსეთის როსტოვის რეგიონში, კამენსკისთან მდებარე ნავთობბაზაზე მიიტანეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, სამი რეზერვუარი იწვის. ასევე, დრონებით თავდასხმა განხორციელდა კიროვის რეგიონის ქალაქ კოტელნიჩში მდებარე ნავთობის დეპოზეც. რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა ოთხი უკრაინული დრონი გაანადგურეს.  

მეტი...

“ტელეგრამის” შემქმნელს პაველ დუროვს, შესაძლოა ბრალდებები წარუდგინონ

“ტელეგრამის” შემქმნელი პაველ დუროვი პარიზში წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ. ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFMTV-ი ავრცელებს. ამავე ცნობით, ეს ნაბიჯი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ დუროვს დაკითხავენ, რის შემდეგაც მას შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ. ცნობისთვის, “ტელეგრამის” შემქმნელი და საფრანგეთის მოქალაქე პაველ დუროვი პარიზში 24 აგვისტოს დააკავეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დუროვის დაკავებას პოლიტიკური მიზეზები არ გააჩნია.

მეტი...

“ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი პატივისცემა საქართველოს ეკლესიის მიმართ”- გიორგი ზვიადაძე

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავს ახვევს სხვა სამართლებრივ მოდელს. მისივე განმარტებით,ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დღევანდელი ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. „მიუღებელია, როდესაც ამ საკითხს ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება, ზოგიერთი ტელევიზია განიხილავს ისეთ კონტექსტში, თითქოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ხელისუფლება თავს ახვევდეს სხვა სამართლებრივ მოდელს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი პატივისცემა საქართველოს ეკლესიის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართ, უდიდეს დახმარებას უწევს ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ეკლესიას, განსაკუთრებით განათლების სფეროში. ურთიერთობა, რაც დღეს არსებობს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. ამ ხელისუფლების…

მეტი...

,,განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ დეზინფორმაციაა” – შალვა პაპუაშვილი

,,განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ, დეზინფორმაციაა”, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაში. მისი თქმით, ქართველი ხალხის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მისი სამართალწარმოების პატივისცემას. „ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიციირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს. ხოლო განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ, დეზინფორმაციაა. იმ ფონზე, როცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეებში შექმნილი იყო „სისტემური ძალადობის და წამების“ სისტემა, ამ რეჟიმის შემქმნელი პარტიის გამოსარჩლება…

მეტი...

,,დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით გუშინ იუსტიციის სამინისტროში” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით გუშინ იუსტიციის სამინისტროში. ახალგაზრდა, გამორჩეული ნიჭისა და განათლების მქონე კეთილშობილი ადამიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ჩვენს თანამშრომლებს. სამწუხაროდ სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა სახის მანიპულაციური, მგრძნობიარე და სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია. ყველას ვალია, პატივი ვცეთ გარდაცვლილის ხსოვნას, მის ოჯახსა და ახლობლებს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. ნებისმიერ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა დავრჩეთ ადამიანებად და გვახსოვდეს რაოდენ განმგმირავი ტკივილი შეიძლება მიადგეს სხვა ადამიანებს გაუაზრებლად ნათქვამი სიტყვით“, – წერს მინისტრი.

მეტი...

,,მომხრე ვარ, რომ ამერიკასა და ევროკავშირთან გვქონდეს უაღრესად მჭიდრო კავშირი, მაგრამ ბრიყვი არ ვარ, ყველაფერს ისე დავუჯერო, რასაც გვეუბნებიან” – მეუფე იაკობი

,,მომხრე ვარ, რომ ამერიკასა და ევროკავშირთან გვქონდეს უაღრესად მჭიდრო კავშირი. მაგრამ ბრიყვი არ ვარ, რომ ყველაფერს ისე დავუჯერო, რომ თითქოს ყველაფერი ისეა, რასაც გვეუბნებიან”, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას. „დასრულდება არჩევნები და ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ეს საქართველოა და ქართველები გადავწყვიტავთ საქართველოს ბედს. უცხოეთი შეეცადოს, რომ ნაკლებად ჩაერიოს არჩევნებში. იტყვიან არ ვერევითო, მაგრამ ვისაც არ ეზარება ყველა ქვეყანა ერევა“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსფერი გიორგი მამარდაშვილი ,,ლივერპულს” შეუერთდა. ცოტა ხნის წინ, მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. „მოგესალმებით ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ. სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის რაც ვალენსიამ, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში. ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება…

მეტი...

,,თუ EU-სკენ მიმავალი გზა თქვენთვის მნიშვნელოვანია, წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით, ეს მინიმუმია, რაც უნდა გააკეთოთ” – ფიშერი

,,თუ EU-სკენ მიმავალი გზა თქვენთვის მნიშვნელოვანია, წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით, ეს მინიმუმია, რაც უნდა გააკეთოთ”, – თქვა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა. ,,თუ ცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში და საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მოქალაქეს ხელში ძალაუფლება აქვს. კარგია აქტიურობა, აზრის დაფიქსირება, პოდკასტის შექმნა, სტატიის დაწერა, არასამთავრობო ორგანიზაციაში გაწევრიანება, პრაქტიკული მუშაობის შესრულება, რაც არ უნდა იყოს, მაგრამ დემოკრატიაში საბოლოოდ ჯამში კანონები პარლამენტში იწერება და მთავრობა იმისთვის არის, რომ სახელმწიფო კარგად მართოს. ასე, რომ თუ ნამდვილად გსურთ რაიმეს ცვლილება, ჩაერთეთ პოლიტიკაში, შეუერთდით პარტიებს, შედით პარლამენტში, დაწერეთ კანონები. აი, სად არის ნამდვილი ძალაუფლება. თითოეულ მოქალაქეს,…

მეტი...

,,მშობიარობის დროს დაიღუპა ჩვენი ლამაზი მაგდა” – ცნობილია, მშობიარობის დროს დაღუპული გოგონას ვინაობა

გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. შემთხვევა კლინიკა ,,გორმედში” მოხდა. დაღუპული 30 წლის მაგდა ბალიაშვილია. დაღუპულის ოჯახს პრეტენზიები მედიკოსების მიმართ აქვთ და მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებენ. ,,მაგდააა რამხელა ტკივილი დამიტოვე სულ შენზე ვფიქრობ როგორ მენანები სიტყვები არ მყოფნის რადაგიწერო გული გამეყინა როცა ეს ამბავი გავიგე ადამიანს აგარ ვგავარ. შენი მოციმციმე თვალები როგორ უნდა დავივიწყო”, – წერს ახლობელი გარდაცვლილს ახალშობილის გარდა, 4 წლის შვილი დარჩა.

მეტი...

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენის გზაზე სამი ადამიანი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით  მოკლა. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ,,იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. იუსტიციის სამინისტრო, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოუწოდებს ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას”, – აცხადებს იუსტიცია. იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს

მეტი...

,,აშშ კვლავაც მზად არის, დაიცვას ისრაელი ირანის თავდასხმის შემთხვევაში” – კირბი

,,აშშ კვლავაც მზად არის, დაიცვას ისრაელი ირანის თავდასხმის შემთხვევაში”, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისინი კვლავ მზად არიან, განახორციელონ თავდასხმა, თუ ამის გაკეთება მოუნდებათ, რის გამოც ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ძალების პოზიცია რეგიონში“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა. ,,ჩვენი მესიჯი ირანისადმი თანმიმდევრულია. პირველი, არ გააკეთოთ ეს. ესკალაციის მიზეზი არ არსებობს. არ არსებობს მიზეზი, რომ პოტენციურად დაიწყოს რაიმე სახის რეგიონული ომი. და მეორე, ჩვენ მზად ვიქნებით დავიცვათ ისრაელი, თუ საქმე აქამდე მივა“, – დასძინა მან.

მეტი...

,,დღეს, განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა და გვიხსნას ხილული და უხილავი მტრებისგან” – მეუფე შიო

საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სიონის ტაძარში იქადაგა. მეუფემ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, მარიამობის დღესასწაული და სიონობა მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,გადმოგცემთ სრულიად კათალიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ეს დიდებული ტაძარი – სიონი თავისი წლოვანებით თბილისის თანატოლია. როდესაც საფუძველი ჩაეყარა ქალაქ თბილისს, მაშინ საფუძველი ჩაეყარა სიონის ტაძარსაც. დღეს, ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა საქართველოო და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან. მიძინება გახლავთ სრულიად განსაკუთრებული დღესასწაული. ჩვენ თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს უფრო მეტად, ვიდრე ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, ქერუბიმებს,…

მეტი...