“სამზარეულოში ეგდო მკვდარი”- სამმაგი მკვლელობა კახეთში, რას ყვებიან ადგილობრივები

სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ. უკვე დაკითხეს მეზობლებიც. ადგილობრივები სასტიკი დანაშაულის  სავარაუდო მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ. ირკვევა, რომ ბრალდებული კაცი წარსულში ცოლზე ძალადობის გამო იყო ნასამართლევი, თუმცა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა.

„მეუღლემ გახედა, იქნებ რამე უნდაო, მივიდა ნახა და კაცი მკვდარი იყო. მერე გავიგე ზეგანში კაცი მოკლესო და ვიფიქრე, ნეტა ფიქრია სადაა, ხომ არაფერი მოხდა-მეთქი, ვეძახე, და რომ არ გაგვაგონა, დავიწყე ძებნა. გავიხედე სამზარეულოში და ეგდო მკვდარი, სისხლში ცურავდა. არც ჩხუბი გაგვიგია, არც ზედმეტი არაფერი. ეჭვიანია, ადრეც მოუხდათ ეჭვიანობის ნიადაგზე. ახლა გამოვიდა ციხიდან, ნეტა არ გამოსულიყო“- ამბობს ადგილობრივი.

38 წლის კაცმა ჯერ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლე “გეკოს“ ტიპის იარაღით მოკლა, ამავე იარაღით მოკლა სტუმრად მყოფი თანაკლასელი, ხოლო შემდეგ კი გვერდით სოფელ ზეგაანში და ასევე საკუთარ კლასელს, რომელიც ღვინის ქარხანაში დაცვის თანამშრომელი იყო, გაუსწორდა.

მსგავსი თემები