იტალიაში ორი ქართველი დააკავეს

იტალიაში ბინის გაქურდვის ბრალდენით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ეჭვმიტანილები 35 და 33 წლის კაცები არიან.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ქართველებმა სახლის გატეხვის შემდეგ ნივთები გამოიტანეს და შემთხვევის ადგილი მანქანით დატოვეს, რა დროსაც პოლიცია აედევნა.

ეჭვმიტანილების მანქანაში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციამ ქართველების მანქანიდან ოქროს ძვირფასი ნივთები და ბინის გასატეხი სპეციალური ხელსაწყო ამოიღეს.

მსგავსი თემები