ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგომართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.