“ტელეგრამის” შემქმნელს პაველ დუროვს, შესაძლოა ბრალდებები წარუდგინონ

“ტელეგრამის” შემქმნელი პაველ დუროვი პარიზში წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ. ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFMTV-ი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ეს ნაბიჯი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ დუროვს დაკითხავენ, რის შემდეგაც მას შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ.

ცნობისთვის, “ტელეგრამის” შემქმნელი და საფრანგეთის მოქალაქე პაველ დუროვი პარიზში 24 აგვისტოს დააკავეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დუროვის დაკავებას პოლიტიკური მიზეზები არ გააჩნია.

მსგავსი თემები