“მეორე დღეა ჩემი ბიჭი თავს არ იბანს, ბუდუმ ხელი გადამისვაო”- რას წერს ქართველი ემიგრანტი ბუდუ ზივზივაძეზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, გერმანიაში ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ქართველ გულემატკივრებთან მივიდა, სურათები გადაიღო და ავტოგრაფებიც დაარიგა. როგორც ნათია კირთაძე სოციალურ ქსელში წერს, ზივზივაძემ გერმანელ ქომაგებსაც შეაყვარა თავი და მათი უმრავლესობა სტადიონზე ქართველი ფეხბურთელის სახელს სკანდირებს.

„არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩვენი განცდილი სიხარული. წლებია ვცხოვრობთ გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შვილები დაიბადნენ გერმანიაში არიან საქართველოს ნაკრების და თითოეული ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი. გუშინ გვერგო პატივი მატჩის შემდეგ პირადად გვენახა ბუდუ. ჩვენი ბუდუ ჯერ უკეთილშობილესი ადამიანი და მერე მაგარი ფეხბურთელია აუხდინა ოცნება და დიდი სტიმული მისცა ჩემს ბიჭს(გადაწყვეტილი აქვს ფეხბურთელობა).თამაშის შემდეგ ტრიბუნაზე გაშლილი დროშა რომ დაინახა,პირდაპირ ჩვენთან მოვიდა,თანაც ორჯერ სურათებიც გადაიღო,ავტოგრაფებიც დაგვივირიგა და მოგვესიყვარულა მეორე დღეა ჩემი ბიჭი თავს არ იბანს ბუდუმ ხელი გადამისვაო გოგოს(დიაბეტი აქვს)ემოციისგან მთელი ღამე კარგი შაქრები ქონდა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ოქროს ბიჭს გუშინდელი ემოციებისთვის

P.S. გერმანელებსაც ანალოგიურად შეაყვარა თავი,სტადიონზე უმრავლესობა ბუდუს სკანდირებდა ბუდუსივე მაისურებით“- წერს ნათია კირთაძე.

 

მსგავსი თემები