,,საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო ინტენსიური აქტივობები შეინიშნება” – გივი მიქანაძე

,,ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინტენსიური, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტივობები შეინიშნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევისა და არასამთავრობოების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამთავრობოების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი მაგალითიც რეგიონებში ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალის” ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებია.

,,2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი ნათელი მაგალითიც არის რეგიონებში განხორციელებული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები. ამ კონსტრუქციულ სახელწოდებას ამოფარებული საარჩევნო კამპანიის დონორი ორგანიზაცია „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტები“ იყო, რომელიც დანიის სახელმწიფო  ბიუჯეტით ფინანსდება და ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას ექვემდებარება.

პირველი ე.წ. „ფესტივალის“ ღონისძიება 27 ივლისს წალენჯიხაში გაიმართა, რასაც 3 აგვისტოს თელავში და 10 აგვისტოს ქუთაისში მსგავსი ღონისძიებები მოჰყვა. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალში“ მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ეწეოდნენ წინასაარჩევნო აგიტაციას, არიგებდნენ პარტიის ბროშურებს და გასცემდნენ საარჩევნო დაპირებებს. ე.წ. „ფესტივალზე“ არაერთ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ბანერიც გამოიფინა მისი გათავისუფლების მოწოდებით.” – აღნიშნა მიქანაძემ.

მსგავსი თემები