გივი მაჭარაშვილი ნახევარფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარშვილმა (97 კგ) მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე  11:0 დაამარცხა. ქართველი ფალავანი ფინალის საგზურისთვის თავის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ მაგომედხან მაგომედოვს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს – ქართველი ფალავანი თავის  მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი, რომელშიც გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, 21:00 საათიდან დაიწყება. გივი მაჭარაშვილი მეოთხედფინალშია

მეტი...

“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის საჰაერო სივრცე დაარღვიეს”- ლუკაშენკო

ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსმა სამხედროებმა ქვეყნის თავზე უკრაინიდან გაშვებული რამდენიმე „საჰაერო სამიზნე“ ჩამოაგდეს. „გუშინ, 18:10 საათზე ბელარუსის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ძალები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში გადავიდნენ. საქმე იმაშია, რომ (ვეჭვობთ, რომ ეს პირველი შემთხვევა ეს არ არის) უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოქცევის ყველანაირი წესი და ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენთან ძალიან ახლოს, კოსტიუკოვიჩის რაიონში“ – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. ბელარუსში ეჭვი აქვთ, რომ საქმე უპილოტო საფრენ აპარატებს ეხება. „ისინი უკრაინიდან ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევით გაფრინდნენ. ჩვენ სამიზნეები ბელარუსის ტერიტორიაზე გავანადგურეთ, დანარჩენი (რუსეთთან საერთო საჰაერო თავდაცვა გვაქვს) რუსეთის…

მეტი...

პოლიციამ გურიაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთ ადამიანი დააკავა

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული დ.ტ.განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1958 წელს დაბადებულ თ.ს.- ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად თ.ს. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“- ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

“საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განვიხილეთ”- პრემიერი

“აშშ-ის სენატორ ჯინ  შაჰინთან და  კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა  გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერთან საინტერესო შეხვედრა შედგა. „საინტერესო შეხვედრა მქონდა  აშშ-ის სენატორ ჯინ  შაჰინთან და  კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, სადაც  საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განვიხილეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა  ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა  გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები და ხელი შევუწყოთ მეტ განვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი…

მეტი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღების აუცილებლობას და ამისთვის ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და საიმედო მოკავშირედ და იმედოვნებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების დადებით დინამიკას დაუბრუნდება. შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

მეტი...

გივი მაჭარაშვილი მეოთხედფინალშია

პარიზის ოლიმპიურ თამაშებში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი მეოთხედფინალშია. მან სამხრეთ აფრიკელი დე ლანე ანგარიშით 12:2 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე უკრაინის სახელით მოასპარეზე მჭედლიძესა და თურქ ჩიფჩის შორის გამარჯვებული იქნება. დღეს პარიზის ოლიმპიადაზე კიდევ ოთხი ქართველი იასპარეზებს.

მეტი...

“რა მივიღეთ ამ ომით? – დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები”- კალაძე აგვისტოს ომზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებამ 16 წლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე უნდა იცოდეს. ამის შესახებ მან აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ომით გამოწვეული ჭრილობები ქვეყანას ჯერ კიდევ არ მოუშუშებია. „გამოძიების მიზანი არის ერთი – საზოგადოებამ ვიცოდეთ სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ვისი დაკვეთით მოხდა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. რა მივიღეთ ამ ომით? – დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გვყავს ლტოლვილი ოჯახები. 16 წელი გავიდა და ეს ჭრილობები დღესაც…

მეტი...

კობა კობალაძე ვეტერანებს შეხვდა 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან და სამსახურის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებთან ერთად, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან , სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვეტერანებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს სამსახურის დირექტორისგან და ხელმძღვანელი პირებისგან. კობა კობალაძე ვეტერანებთან შეხვედრას კვლავ გააგრძელებს.  

მეტი...

„გულდასაწყვეტია, რომ ხელისშემშლელი ფაქტორის გამო ბაობაბები გახმა“- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც  „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით გაკეთდა, დენდროლოგიურ პარკში ბაობაბის ხეები გახმა. ამის შესახებ, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ დენდროლოგიური პარკი არის ის ადგილი, რომელსაც ასობით ათასი ადამიანი სტუმრობს ყოველწლიურად. ეს არის ულამაზესი სივრცე, საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ხელმძღვანელობით განხორციელდა. ძალიან ლამაზი სივრცეა თავისი ხე-მცენარეებით და გულდასაწყვეტია, რომ ის ხეები, რომელიც განკუთვნილი იყო ამ პარკისთვის, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც გუშინ იქნა გაცხადებული, სამწუხაროდ გახმა. იმ გარემოებებმა, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით…

მეტი...

“რითაც ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედება”- კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სრულ სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მისივე განმარტებით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დეზინფორმაციის გავრცელების რიცხვი მოიმატებს, რისთვისაც საზოგადოება მზად უნდა იყოს. „რაც უფრო მოახლოვდება 26 ოქტომბერი, მსგავსი ტიპის დეზინფორმაციები უფრო გაძლიერდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ერთ მხარეს არის გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია – გუნდი, რომელიც იბრძვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი გახლავთ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მისი ხელმძღვანელობით, თაოსნობით ამ წლების…

მეტი...

„ქართველ ხალხს არ მიატოვებენ ბრძოლაში“- ეკა გიგაური ჯინ შაჰინსა და მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე

„რაზეც მათ ისაუბრეს, იყო ის, რომ აქ არიან, რადგან მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებენ ბრძოლაში იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი და გახდეს დემოკრატიული ქვეყანა“- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გიგაური ამბობს, რომ შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრეს. „საუბარი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს; იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედებს „რუსული კანონი“ საქართველოს სამოქალაქო სექტორზე“- განაცხადა ეკა გიგაურმა. ჯინ შაჰინი…

მეტი...

ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდებ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემები საარჩევნო გარემო და მასზე „რუსული კანონის“ გავლენა იყო. „წელს, საქართველოსთან მიმართებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც უახლოეს თვეებში მოხდება, არჩევნებია, შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებითაც იყო საუბარი“- განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ნონა ქურდოვანიძემ. მისივე ინფორმაციიით, შეხვედრაზე, ასევე საუბარი იყო ე.წ „რუსულ კანონის“ გამოწვევებზე. შეგახსენებთ, რომ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. გუშინვე მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს…

მეტი...

„ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა“- დათი ქოქრაშვილს აშშ-ში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა

2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილს რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა. ის აშშ-ში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახლობლები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ. „მეგობრებო სათითაოდ პასუხს ვერ გწერთ მაპატიეთ.  ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.  დათის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს. ეს ოპერაცია რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი და აუცილებლად შეგატყობინებთ“ – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.  

მეტი...

“უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება”- ჯოზეფ ბორელი

„უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას“- განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ის რუსული ძალების მიერ ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე სუპერმარკეტზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარს უჭერენ. „ჩვენ ამ და სხვა ომის დანაშაულების გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარს ვუჭერთ. უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას“- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე სუპერმარკეტს დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა და…

მეტი...

უკრაინაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

დონეცკის რეგიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში, სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 14 ადამიანამდე გაიზარდა. ინფორმაციას რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ავრცელებს. ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, დაჭრილია კიდევ 43 პირი. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია და ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა კი მძიმეა. “ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული დარტყმა ხალხის თავშეყრის ადგილას, რუსების მიერ განხორციელებული ტერორის კიდევ ერთი აქტი”- დაწერა ფილაშკინმა ტელეგრამზე.  

მეტი...

ბრაზილიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა-დაუპულია 62 ადამიანი

ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, სან-პაულუს შტატში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 62-ვე ადამიანი დაიღუპა. ლუის სილვამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. “ძალიან სამწუხარო ამბავი. ჩემი სოლიდარობა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს” – განაცვხადა მან. ბრაზილიაში, თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 მგზავრი იმყოფებოდა.      

მეტი...

პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ერთ-ერთი მათგანი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილია, რომელიც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ასევე, მესამე ოლიმპიური ოქროს მედლისთვის იბრძოლებს +102 კგ წონით კატეგორიაში, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე. მონაწილეთა ასპარეზობის განრიგი ასეთია: 13:30 საათი – გოდერძი ძებისაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, -65 კგ. 13:30 საათი – გივი მაჭარაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, -97კგ. 13:30 საათი – ირაკლი ჩხეიძე, ძალოსნობა, -102კგ. 22:30 საათი – გენო პეტრიაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, 125კგ, ფინალი. 22:30 საათი – ლაშა ტალახაძე, ძალოსნობა, +102კგ.   გენო პეტრიაშვილი დღეს ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება

მეტი...

რუსეთის სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა

რუსეთის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს. ონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი რუსეთის ხელისუფლებამ დღეს ღამით, ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში დააწესა. „ბრიანსკის ოლქში დივერსიული და ტერორისტული საფრთხეების დონის გაზრდის გამო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იქნა შემოღებული“- წერს რუსული გამოცემა. შეგახსენებთ, 6 აგვისტოს რუსულმა მხარემ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის მცდელობის შესახებ გამოაცხადა.  

მეტი...

გენო პეტრიაშვილი დღეს ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დღეს პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. პეტრიაშვილი ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება. სპორტსმენების დაპირისპირება 21:00 საათიდან დაიწყება. გენო პეტრიაშვილის გარდა, ოლიმპიადაზე დღეს კიდევ ოთხი ქართველი იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რიოს ოლიმპიადის – ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.

მეტი...

პარიზის ოლიმპიადამ დასწრების რეკორდი დაამყარა

პარიზის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, 2024 წლის ზაფხულის თამაშები ყველაზე დასწრებადია ოლიმპიადების ჩატარების ისტორიაში. ამ მომენტისთვის გაყიდულია 9.5 მილიონ ბილეთზე მეტი. „ეს ოლიმპიური თამაშების რეკორდია დასწრების მხრივ, რადგან წინა რეკორდი გაყიდული ბილეთების რაოდენობით ატლანტას ეკუთვნოდა და 8.3 მილიონს უდრიდა. ახლა ჩვენ ასევე ვიმყოფებით ბილეთების გაყიდვის პიკზე პარალიმპიურ თამაშებზე. დღეში იყიდება 20 ათასი ბილეთი და ეს მაჩვენებელი იზრდება“- აცხადებენ საორგანიზაციო კომიტეტში.  

მეტი...

“ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის”- “როიტერი”

„როიტერის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ირანი რუსეთს ასობით ბალისტიკურ რაკეტას მიაწვდის. სააგენტოს წყაროების ცნობით, რუსული პერსონალი ამჟამად ირანში სწავლებას გადის Fath-360 ტიპის ახლო რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის. აღნიშნული ტიპის შეიარაღება სატელიტური მართვისაა, რაკეტებს, მაქსიმუმ, 120კმ მანძილის დაფარვა შეუძლიათ. სააგენტო წერს, რომ, სავარაუდოდ, მოსკოვისთვის მათ გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმებას გასული წლის 13 დეკემბერს თეირანში მოეწერა ხელი, როდესაც ირანს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.  

მეტი...

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს. პენტაგონის ცნობით, პაკეტი მოიცავს რაკეტებს „სტინგერისა“ და „ჰაიმარსისთვის“, ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, „ჯაველინისა“ და „ატ-4“-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს, სამედიცინო დახმარების ჯავშნიან მანქანებს. აშშ-ს თავდაცვის უწყების ცნობით, ეს 2021 წლიდან ამერიკისთვის უკრაინის დახმარების რიგით 63-ე პაკეტია.  

მეტი...

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ხვალ ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ხვალ ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. მონაწილეთა ასპარეზობის განრიგი ასეთია: 13:30 საათი – გოდერძი ძებისაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, -65 კგ. 13:30 საათი – გივი მაჭარაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, -97კგ. 13:30 საათი – ირაკლი ჩხეიძე, ძალოსნობა, -102კგ. 22:30 საათი – გენო პეტრიაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, 125კგ, ფინალი. 22:30 საათი – ლაშა ტალახაძე, ძალოსნობა, +102კგ.

მეტი...

,,ვამაყობ ჩვენი მებრძოლებით” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინულ დანაყოფებს, რუსების დატყვევებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან ყოველდღიურ საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ,,მე ვამაყობ ჩვენი მებრძოლებით და მინდა პირადად მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარისკაცებს და ქვედანაყოფებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გაცვლითი ფონდის შევსებას, ოკუპანტის დაჭერას და ამით ჩვენი მოქალაქეების რუსების ტყვეობიდან გათავისუფლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით პროდუქტიული იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში”, – თქვა ზელენსკიმ.  

მეტი...

11 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6683 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6683 სამართალდარღვევა გამოვლინდა. მათივე ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. ამასთანავე, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში,…

მეტი...

,,ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს აირჩევს ევროპას და არა რუსეთს, კეთილდღეობას და არა სიღარიბეს, ერთიანობას და არა დანაწევრებას” – თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტისადმი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გაგზავნილი წერილი, რომელშიც ის მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მნიშვნელოვანია იმით, რომ შვიდი აგვისტოთი თარიღდება. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მთელი მსოფლიო ერთმნიშვნელოვნად თანხმდება, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია და ნებისმიერი ალტერნატიული ნარატივის პროპაგანდა საქართველოს ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობაა და ვლადიმერ პუტინის ინტერესშია. „ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება ვერ გადაწერს საქართველოს უახლეს ისტორიას რუსული ნარატივის განსამტკიცებლად და რუსული კანონის მიღებით ვერ წაგვართმევს მომავალს, რომელიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ევროპული იქნება. ამის გარანტი…

მეტი...

აშშ-ში ქარიშხალ ,,დების” კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტროპიკულმა ქარიშხალმა ,,დებიმ”, ხუთშაბათს, სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რის შემდეგად ის ,,ტროპიკული დეპრესიის” დონემდე შემცირდა. CNN-ის ცნობით, ქარიშხალი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გაძლიერდა, რამაც ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია. ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება, ჩრდილოეთ კაროლინას ნაწილებზე, მათ შორის კოლუმბია-ბალტიმორის რაიონამდე გაიცა. ქარიშხლის შესახებ რამდენიმე გაფრთხილება ხუთშაბათს საღამოს გაიცა, რადგან ქარბორბალას წარმოქმნის დიდი საფრთხე იყო. ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შესახებ გამაფრთხილებელი ბანერები ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს ყველა რაიონშია გამოკრული, რადგან ქარიშხლის შედეგად დაზიანებულ რაიონებში წვიმა კვლავ გრძელდება. ძლიერ წვიმას ელოდებიან აშშ-ისა და კანადის საზღვართან. ასევე, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი ნიუ-იორკში, ვერმონტსა…

მეტი...

ბრაზილიაში, თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 მგზავრი იმყოფებოდა

ბრაზილიაში, თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 მგზავრი იმყოფებოდა. ტრაგედია სან-პაულუს შტატში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს. ავიაკატასტროფის სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

მეტი...

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია!

მეხუთე გარანტირებული მედალი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს. გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპადიაზე თავისუფალ ჭიდაობაში მესამე ორთაბრძოლა მოიგო და ფინალში გავიდა. ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა. ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის, გენო პეტრიაშვილი ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი, ხვალ, დაახლოებით 21:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.

მეტი...

„სასიამოვნო იყო ვიზიტის დაწყება პრეზიდენტთან შეხვედრით” – შაჰინი

„სასიამოვნო იყო ვიზიტის დაწყება პრეზიდენტთან შეხვედრით. მადლიერი ვარ ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულების”, – წერს სენატორი ჯინ შაჰინი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. „სასიამოვნო იყო საქართველოში ჩემი ვიზიტის დაწყება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრით. მადლიერი ვარ ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულების – ამბიციის, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს”, – წერს შაჰინი.

მეტი...

გეოლოგი ლაშა სუხიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

გეოლოგი ლაშა სუხიშვილი საგამოძიებო სამსახურში, გამოკითხვაზე იმყოფებოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს კითხვები იმ ანგარიშის შესახებ დაუსვეს, რომლითაც დამტკიცდა, რომ შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. ,,შოვის სტიქიის კვლევის ფარგლებში ახალი მასალები რაც წარმოვადგინეთ, ამასთან დაკავშირებით დამიკავშირდა გამოძიება, მემგონი ორშაბათი იყო, და უბრალოდ საუბრიდან მივხვდი, რომ მთავარი ნაწილი შეეხებოდა სეისმურ ნაწილს, მასალების. რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ მე არ ვარ კომპეტენტური ამ მიმართულებით, სეისმოლოგია არ არის ჩემი მიმართულება, ამიტომ მე ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყდა, თუ ასე იყო გადაწყვეტილი, რომ მე უნდა გამოვკითხულიყავი”, – თქვა…

მეტი...

სარფის საბაჟოზე 73 798,07 ლარის არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ

სარფის საბაჟოზე 73 798,07 ლარის არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ. ,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები (ოქროს ნაკეთობების საერთო წონა – 357,87 გრამი და ვერცხლის ნაკეთობების საერთო – წონა 60,23) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 73 798,07 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

ბრიტანეთმა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ბელარუსში, გაყალბებული არჩევნების წლისთავზე, ბრიტანეთმა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციები ბელარუსის 4 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს შეეხო. დასანქცირებულთა სიაში შედიან ბელარუსის იმ ოთხი კოლონიის ხელმძღვანელები, სადაც პოლიტპატიმრები და აქტივისტები უკანონოდ არიან დაკავებულები. სანქციები ასევე დაწესდა თავდაცვისა და სამხედრო-სამრეწველო სექტორის სამი ბელარუსული საწარმოსთვის, რომლებიც რუსეთთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებენ. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოდან მოყოლებული ბელარუსის რეჟიმმა 40 ათასზე მეტი ადამიანი ყალბი პოლიტიკური ბრალდებით დააკავა და მინიმუმ 12 ათასი პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმე გახსნა. ,,ბელარუსში მომხდარი სასტიკი მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგაც, ლუკაშენკოს მიერ სამოქალაქო საზოგადოების დაუნდობელი რეპრესიები…

მეტი...

პროკურატურამ, ატენში მომხდარ დაპირისპირებაზე, გდდ-ის ინსპექტორსა და საქმის ოქროს მოწმეს ბრალდება დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმა. ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების პირველ ეტაპზე ბრალდება დ.რ.-ს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), ხოლო ი.ბ.-ს დაუსწრებლად სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა…

მეტი...

,,განვიხილეთ მოსალოდნელი არჩევნები, რუსული ოკუპაცია” – პრეზიდენტი შაჰინსა და ტერნერთან შეხვედრის შემდეგ

,,განვიხილეთ მოსალოდნელი არჩევნები, რუსული ოკუპაცია და შავი ზღვის უსაფრთხოება… მათი ვიზიტი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის დასტურია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა. ,,შევხვდი საქართველოს მეგობრებს, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოსალოდნელი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება. მათი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია”, – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

რუსეთმა კურსკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთმა კურსკის რეგიონში ,,ფედერალურ დონეზე” საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონში დამატებითი ძალები გადაჰყავს, მათ შორის Grad-ის ტიპის სისტემები, არტილერია და ტანკები. კურსკის ოლქში გრძელდება საბრძოლო მოქმედებები რუსეთისა და უკრაინის ძალებს შორს, რომლებიც რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ, დაიკავეს დასახლებები, ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროები.

მეტი...