„როიტერის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ირანი რუსეთს ასობით ბალისტიკურ რაკეტას მიაწვდის. სააგენტოს წყაროების ცნობით, რუსული პერსონალი ამჟამად ირანში სწავლებას გადის Fath-360 ტიპის ახლო რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის. აღნიშნული ტიპის შეიარაღება სატელიტური მართვისაა, რაკეტებს, მაქსიმუმ, 120კმ მანძილის დაფარვა შეუძლიათ.
სააგენტო წერს, რომ, სავარაუდოდ, მოსკოვისთვის მათ გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმებას გასული წლის 13 დეკემბერს თეირანში მოეწერა ხელი, როდესაც ირანს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.