“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის საჰაერო სივრცე დაარღვიეს”- ლუკაშენკო

ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსმა სამხედროებმა ქვეყნის თავზე უკრაინიდან გაშვებული რამდენიმე „საჰაერო სამიზნე“ ჩამოაგდეს.

„გუშინ, 18:10 საათზე ბელარუსის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ძალები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში გადავიდნენ. საქმე იმაშია, რომ (ვეჭვობთ, რომ ეს პირველი შემთხვევა ეს არ არის) უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოქცევის ყველანაირი წესი და ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენთან ძალიან ახლოს, კოსტიუკოვიჩის რაიონში“ – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსში ეჭვი აქვთ, რომ საქმე უპილოტო საფრენ აპარატებს ეხება.

„ისინი უკრაინიდან ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევით გაფრინდნენ. ჩვენ სამიზნეები ბელარუსის ტერიტორიაზე გავანადგურეთ, დანარჩენი (რუსეთთან საერთო საჰაერო თავდაცვა გვაქვს) რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამიზნეები იაროსლავლის მახლობლად გაანადგურეს“ – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მსგავსი თემები