„ქართველ ხალხს არ მიატოვებენ ბრძოლაში“- ეკა გიგაური ჯინ შაჰინსა და მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე

„რაზეც მათ ისაუბრეს, იყო ის, რომ აქ არიან, რადგან მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებენ ბრძოლაში იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი და გახდეს დემოკრატიული ქვეყანა“- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიგაური ამბობს, რომ შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრეს.

„საუბარი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს; იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედებს „რუსული კანონი“ საქართველოს სამოქალაქო სექტორზე“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

მსგავსი თემები