უკრაინაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

დონეცკის რეგიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში, სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 14 ადამიანამდე გაიზარდა. ინფორმაციას რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ავრცელებს. ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, დაჭრილია კიდევ 43 პირი. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია და ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა კი მძიმეა.

“ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული დარტყმა ხალხის თავშეყრის ადგილას, რუსების მიერ განხორციელებული ტერორის კიდევ ერთი აქტი”- დაწერა ფილაშკინმა ტელეგრამზე.

 

მსგავსი თემები