პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ერთ-ერთი მათგანი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილია, რომელიც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ასევე, მესამე ოლიმპიური ოქროს მედლისთვის იბრძოლებს +102 კგ წონით კატეგორიაში, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე.

მონაწილეთა ასპარეზობის განრიგი ასეთია:
13:30 საათი – გოდერძი ძებისაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, -65 კგ.
13:30 საათი – გივი მაჭარაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, -97კგ.
13:30 საათი – ირაკლი ჩხეიძე, ძალოსნობა, -102კგ.
22:30 საათი – გენო პეტრიაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა, 125კგ, ფინალი.
22:30 საათი – ლაშა ტალახაძე, ძალოსნობა, +102კგ.

 

გენო პეტრიაშვილი დღეს ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება

მსგავსი თემები