,,განვიხილეთ მოსალოდნელი არჩევნები, რუსული ოკუპაცია” – პრეზიდენტი შაჰინსა და ტერნერთან შეხვედრის შემდეგ

,,განვიხილეთ მოსალოდნელი არჩევნები, რუსული ოკუპაცია და შავი ზღვის უსაფრთხოება… მათი ვიზიტი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის დასტურია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა.

,,შევხვდი საქართველოს მეგობრებს, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოსალოდნელი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება. მათი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია”, – წერს ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები