აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს. პენტაგონის ცნობით, პაკეტი მოიცავს რაკეტებს „სტინგერისა“ და „ჰაიმარსისთვის“, ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, „ჯაველინისა“ და „ატ-4“-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს, სამედიცინო დახმარების ჯავშნიან მანქანებს.

აშშ-ს თავდაცვის უწყების ცნობით, ეს 2021 წლიდან ამერიკისთვის უკრაინის დახმარების რიგით 63-ე პაკეტია.

 

მსგავსი თემები