„ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა“- დათი ქოქრაშვილს აშშ-ში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა

2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილს რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა. ის აშშ-ში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახლობლები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„მეგობრებო სათითაოდ პასუხს ვერ გწერთ მაპატიეთ.  ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.  დათის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს. ეს ოპერაცია რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი და აუცილებლად შეგატყობინებთ“ – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.

 

მსგავსი თემები