მეხუთე გარანტირებული მედალი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს. გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპადიაზე თავისუფალ ჭიდაობაში მესამე ორთაბრძოლა მოიგო და ფინალში გავიდა.
ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა.
ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის, გენო პეტრიაშვილი ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი, ხვალ, დაახლოებით 21:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.