“ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება”- კონგრესმენი

“ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება” – ამის შესახებ კონგრესმენმა, მაიკ ტერნერმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, “რა ფორმით გაგრძელდება საქართველო-ამერიკას შორის პოლიტიკური ურთიერთობები, თუ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ან კამალა ჰარისი გახდება”. ტერნერმა აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების, მშენებლობის მხარდაჭერას გააგრძელებს. “ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება, იგივე მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუციების, მშენებლობისა და მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს მთავრობა ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს, პრემიერ-მინისტრი ჩანდა, რომ ზედმეტ…

მეტი...

კიევზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის დედაქალაქ კიევის ოლქის ბროვარის რაიონში კერძო საცხოვრებელ კორპუსებზე რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი და მისი 4 წლის ვაჟი დაიღუპნენ. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.    

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე“- ჯინ შაჰინი

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა შეხვედრაზე. „მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა. მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე” – აღნიშნა შაჰინმა. “პრემიერ-მინისტრი არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ურთიერთობების გაგრძელებით”- სენატორი

მეტი...

სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელი, სავარაუდოდ მეხის დაცემის გამო გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი გადაარჩინეს. მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი ადამიანი, სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს,…

მეტი...

სვანეთში მწვერვალზე მყოფი სამი მთამსვლელი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ“- ნათქვამია განცხდაებაში. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები…

მეტი...

“პრემიერ-მინისტრი არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ურთიერთობების გაგრძელებით”- სენატორი

“იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად”- ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. სენატორი იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა გადადგამენ იმ ნაბიჯებს, ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. „იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც იმ განცხადებაზე, რომ თითქოს ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა შეხედავენ და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის…

მეტი...

“მადლობას ვუხდი ყველა სპორტსმენს, ვინც პარიზში ქართულ ფერებს იცავს”- პრეზიდენტი

“გილოცავთ და მადლობას ვუხდი ყველა სპორტსმენს, ვინც პარიზში ქართულ ფერებს იცავს” – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების წარმატებას. „საქართველოს სამი ოქროს მედალი და მეტის მოლოდინში! გილოცავთ და მადლობას ვუხდი ყველა სპორტსმენს, ვინც პარიზში ქართულ ფერებს იცავს. საქართველოს ვულოცავ! მადლობა ჩვენ მედალოსნებს!“- წერს ზურაბიშვილი X-ზე.  

მეტი...

“გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები”- სენატორი ჯინ შაჰინი

“გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები, გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი” – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა მედიასთან პრესკონფერნეციაზე განაცხადა. სენატორი ამბობს, რომ არსებობს ინტრესი ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ. „ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, ისევე როგორც შესაძლებლობა მიეცეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს, ვინც უზრუნველყოფს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდეს. ეს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა” – განაცხად სენატორმა.  

მეტი...

„გილოცავთ! საქართველოს კიდევ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს” – ბიძინა ივანიშვილი

„გილოცავთ! საქართველოს კიდევ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს – ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილშია ნათქვამი. წერილს „ქართული ოცნება“ ავრცელებს. „გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ის სპორტული მიღწევები, რასაც კარიერაში ლაშა ტალახაძემ მიაღწია. ჩვენმა ძალოსანმა არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო სპორტის ისტორია დაწერა და პარიზში, ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა. აღარაფერს ვამბობ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, სადაც ჩვენს გმირ ოლიმპიელს 14 ოქროს მედალი აქვს მოგებული. მისი მიღწევები რეკორდების კუთხითაც უნიკალურია. ლაშას ანგარიშზეა მსოფლიო რეკორდი ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და…

მეტი...

“მძინავს ახლა და მგონია, სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს”- პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროს დაუფლების შემდეგ

“დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი”-  განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა. მან გულშემატკივრებს ოლიმპიური ოქროს დაუფლების შემდეგ მადლობა გადაუხადა. „ემოციებს ვერ გეტყვით, მძინავს ახლა და მგონია, სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს. მადლობა გულშემატკივრებს, ყველას სათითაოდ. რომ დავწყნარდები, კიდევ გეტყვით. უფალს მადლობა! დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი!” – განაცხადა პეტრიაშვილმა. ცნობისთვის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა.    

მეტი...

“ქართველ ხალხს ძალიან დიდი მადლობა“- ლაშა ტალახაძე

„მინდა, ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ფედერაციას და ჩემ ოჯახს მივუძღვნა. ქართველ ხალხს ძალიან დიდი მადლობა“- ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ტალახაძემ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს წარმატებები უსურვა. „პირველ რიგში, მინდა ჩვენ ჩემპიონებს მივულოცო, ყველა იმ ბიჭს, ვინც მედალი მოიპოვა, ჩვენ გენოს, რომელმაც დღეს ძალიან დიდი მოტივაცია შემმატა მეც პირადად. ხვალ წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენ მოჭიდავეს. ყველაზე დიდი სიმდიდრეა ეს მედალი იმიტომ, რომ გაგვიჭირდა ამ მედლის მოპოვება. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ მწვრთნელებს – გიორგი ასანიძეს, ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა.…

მეტი...

„ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“- სარჯველაძე

„ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არანაირისაფრთხე არ ემუქრება, ცენტრი ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებს“- აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს. „დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ-ერთ დიდი და მსხვილი დაწესებულებაა ჩვენს სისტემაში. საგრანტო პროექტების მეშვეობით გარკვეული კვლევითი საგანმანათლებლო დაფინანსება ხორციელდება,თუმცა ეს არ არის ძირითადი ფუნქციის განხორციელება ამ დაწესებულების მხრიდან.ტრენინგებისა და კვლევების განხორციელება. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დაწესებულება თავის ძირითად უფლებამოსილებას სახელმწიფოს დაფინანსების საფუძველზე ახორციელებს. აქ საუბარია დამატებით გარკვეული ფუნქციების განხორციელებაზე. როგორიცაა…

მეტი...

“ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე”- პრეზიდენტი

“ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბისვილმა  სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” პირად გვერდზდ დაწერა. პრეზიდენტი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან  ბაობაბის ხეების გახმობასთან დაკავშირებით გააკეთა გუშინ გააკეთა. “ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას, და ყველა თქვენზე, ვინც მორჩილად ამ უაზრობას იმეორებთ”- წერს პრეზიდენტი.    

მეტი...

საქართველომ ერთ დღეში 2 ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია. პარიზის  2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე  ტალახაძემ საქართველოს მესამე ოქრო მოუტანა. ერთ დღეში კი საქართველომ 2 ოქროს მედალი მოიპოვა. დღეს ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. დღეს, პარიზში საქართველოს ჰიმნი ორჯერ გაჟღერდა და საქართველოს ეროვნული დროშა ორჯერ, ყველაზე მაღლა აფრიალდა.  

მეტი...

კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველომ კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. გენო პეტრიაშილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით, 125 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობდა.  

მეტი...

“უკრაინელ კოლეგებთან ვმუშაობთ, რათა გავიგოთ თუ რა მიზანს ისახავს კურსკში მიმდინარე, სავარაუდო ოპერაცია“- კირბი

„აშშ აგრძელებს უკრაინის მთავრობასთან კომუნიკაციას იმის გასაგებად, თუ რა მიზანს ისახავს კურსკში მიმდინარე სავარაუდო ოპერაცია“ – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმას” განუცხადა. კირბი ამბობს, რომ უკრაინის მხარემ უნდა ისაუბროს საკუთარ ქმედებებზე. „ჩვენ კავშირი გვაქვს უკრაინელ კოლეგებთან და ვმუშაობთ, რათა უკეთ გავიგოთ, რას აკეთებენ, რა მიზნები აქვთ, რა არის მათი სტრატეგია“- თქვა კირბიმ.  

მეტი...

„რასაც ვაკეთებ არის იმისთვის, რომ თქვენი გულები მოვიგო“- გივი მაჭარაშვილი

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. როგორც მან ბრძოლის დასრულების შემდეგ თქვა, ყველაფერს ქართველი გულშემატკივრებისთვის აკეთებს. “ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ არის იმისთვის, რომ თქვენი გულები მოვიგო. ყველა სათითაოდ, თითოეული ქართველი მიყვარხართ სიგიჟემდე, დანარჩენი, ხვალ ვნახოთ”- თქვა გივი მაჭარაშვილმა. ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა. ოქროს მედლისთვის შეხვედრა ხვალ, 11 აგვისტოს გაიმართება.   გივი მაჭარაშვილმა მაგომედხან მაგომედოვი დაამარცხა და ფინალში გავიდა

მეტი...

“ორპარტიული ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის უმაღლეს ყურადღებას საქართველოში არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში”- ბოკუჩავა

“კონგრესმენმა ტერნერმა და სენატორმა შაჰინმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ”- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ცვლილების ერთადერთი შანსი 26 ოქტომბრის არჩევნებია. „ეს ორპარტიული ვიზიტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს ყურადღებას საქართველოში არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება ანტიდასავლური, მტრული რიტორიკით დასავლეთის მიმართ, რუსული კანონით ზიანს აყენებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობას ისევე, როგორ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ პერსპექტივას. ამის ცვლილების ერთადერთი შანსი 26 ოქტომბრის არჩევნებია“, – განაცხადა ბოკუჩავამ ბოკუჩავამ ასევე განაცხადა, რომ შეხვედრისას „უცხოური…

მეტი...

„შაჰინისა და ტერნერის მხრიდან ითქვა ის, რომ დღევანდელი ურთიერთობები არის არადამაკმაყოფილებელი“-ყიფიანი

„სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტერნერის მხრიდან ითქვა ის, რომ დღევანდელი ურთიერთობები არის არადამაკმაყოფილებელი – ეს არის აუცილებლად გამოსასწორებელი“- ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებს სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც ყიფიანმა აღნიშნა, შეხვედრა არაფორმალური იყო და რამდენიმე წუთით შემოიფარგლა. „ეს იყო არაფორმალური შეხვედრა. ფორმალური ნაწილი სულ რამდენიმე წუთით შემოიფარგლა. ჩვენი პარტნიორების მხრიდან – სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტერნერის მხრიდან ითქვა ის, რომ დღევანდელი ურთიერთობები არის არადამაკმაყოფილებელი. ეს არის აუცილებლად გამოსასწორებელი. ამ გამოსწორების გზაზე ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გულწრფელი სურვილი და მზაობა და ადამიანური დამოკიდებულება ჩვენი…

მეტი...

გივი მაჭარაშვილმა მაგომედხან მაგომედოვი დაამარცხა და ფინალში გავიდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. მან ნახევარფინალში  მეტოქე, აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა. ფინალში ევროპის ორგზის ჩემპიონის, გივი მაჭარაშვილის  ამერიკელ კაილ სნაიდერსა და ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტუჟუდინოვს შორის გამარჯვებული იქნება. თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ოლიმპიური ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი (125კგ) იბრძოლებს, მისი მეტოქე ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეა.  

მეტი...

„კანონზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა“- მაკა ბოჭორიშვილი ჯინ შაჰინთან და  მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც არის დიალოგის შესაძლებლობა, ასეთი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად არის გამოყენებული“– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „შეხვედრა შედგა მიღების ფორმატში, მას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, სენატორსაც და კონგრესმენსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, დღეს, შეხვედროდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს, განეხილათ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც არის დიალოგის შესაძლებლობა. ასეთი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად არის გამოყენებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. რაც შეეხება საკითხებს, რომლებიც განიხილებოდა, მაკა ბოჭორიშვილმა…

მეტი...

კურსკის ოლქის სასაზღვრო რეგიონებიდან 76 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

რუსეთში, კურსკის ოლქის სასაზღვრო რეგიონებიდან 76 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არტემ შაროვი ავრცელებს. “საერთო ჯამში, ამჟამად განლაგებულია 60 დროებითი განსახლების ცენტრი, სადაც განთავსებულია 4,4 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 26 დროებითი განსახლების ცენტრი განლაგებულია უშუალოდ კურსკისა და ტვერის რეგიონებში“ – ამბობს შაროვი. კურსკის ოლქში გრძელდება საბრძოლო მოქმედებები რუსეთისა და უკრაინის ძალებს შორს.

მეტი...

„მიიიდის მოსატანააად!!!“- სულ ცოტა დრო რჩება ოქროს მედლისთვის ასპარეზობამდე

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+102 კგ) იასპარეზებს. ოქროს მედლითვის ბროლამდე სულ ცოტა დრო რჩება. გულშემატკივრები, პარიზიდან  ქართველი სპორტსმენის ფოტოს აქვეყნებენ წარწერით : „მიიიდის მოსატანააად“. 30 წლის ქართველი ძალოსანი მესამე ოლიმპიური ოქროს მედლისთვის ბრძოლას თბილისის დროით 22:30 საათიდან დაიწყებს.

მეტი...

„უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელი პოროზი დაიკავეს“- მედია

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი, Suspilne VoxCheck-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელი პოროზი დაიკავეს. სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჯარისკაცები ამბობენ, რომ სოფელი მათი კონტროლის ქვეშ არის, თუმცა ვიდეოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია.  ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ ვიდეო მართლაც პოროზში, სათემო ხელოვნების ცენტრის წინ, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 3 კილომეტრის მოშორებით არის გადაღებული.  

მეტი...

“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დონალდ ტრამპზე გამარჯვებაა”- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხდა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დონალდ ტრამპზე გამარჯვებაა. ეს ბაიდენის პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც მან საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. „მე არ შემიძლია იმის თქმაც თუ რამდენი წლის ვარ, ჩემთვის რთულია მაზე საუბარი. თუმცა დიდი პატივია ვიყო პრეზიდენტი,ვთვლი, მქონდეს ვალდებულება ქვეყნის წინაშე, და გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. უფრო კონკრეტულად კი ჩვენ უნდა დავამარცხოთ ტრამპი“,- აღნიშნა ბაიდენმა. ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნის შესახებ 21 ივლისს გაავრცელა.

მეტი...

ირანში ერთ დღეში 29 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

„ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის“ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ირანში ერთ დღეში 29 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. გაერო-ს ინფორმაციით 2024 წელს ირანში სიკვდილით სულ 345 ადამიანი დასაჯეს, რომელთა შორისაც 15 ქალია. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ირანი ამ მეთოდს ადამიანების დაშინებისთვის იყენებს, რაც 2022 წლის პროტესტებს უკავშირდება, როდესაც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. „თუ საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივი რეაგირება არ ექნება, უახლოეს თვეებში ათასობით ადამიანი შესაძლოა გახდეს ირანის ისლამური რესპუბლიკის სიკვდილის მანქანის მსხვერპლი“ – განაცხადა „ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის“ ორგანიზაციის დირექტორმა, მაჰმუდ ამირი-მოგადამ. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, ირანში სიკვდილით…

მეტი...

ოლიმპიადაზე ქალ სპორტსმენებს შორის კონფლიქტი ფრანგმა დიჯეიმ ჯონ ლენონის სიმღერის განმუხტა

პარიზის ოლიმპიადაზე პლაჟის ფრენბურთის ქალთა ტურნირის ფინალი გაიმართა. მესამე სეტში ფრენბურთელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რის გამოც მსაჯებს შეხვედრის შეწყვეტა მოუწიათ. ფრანგმა დიჯეიმ შეძლო ფინალის მონაწილეების აგრესიის ჩაცხრომა მას შემდეგ, რაც ლეგენდარული ჯონ ლენონის სიმღერა Imagine ჩართო. კომპოზიციას ტრიბუნებიც აყვნენ, რამაც ფრენბურთელთა სახეზე აგრესია მხიარულებით შეცვალა. ერთმანეთს ბრაზილის და  კანადის გუნდები უპირისპირდებოდნენ.

მეტი...

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები „თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია დღემდე ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავლენას ახდენს ქართველებზე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ. შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და…

მეტი...

„ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა”- თურქეთის საგარეო უწყება

„ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა“ – ამის შესახებ განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს“. „ასობით მშვიდობიანი მოქალაქის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობით, რომლებიც სკოლას თავს აფარებდნენ, ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა.    

მეტი...

„შეძრწუნებული ვარ ღაზაში მდებარე სკოლაზე ისრაელის თავდასხმის ამსახველი სურათებით”-ბორელი

“ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს” – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ისრაელის მიერ ღაზაში მდებარე სკოლაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს. „შეძრწუნებული ვარ ღაზაში მდებარე სკოლაზე ისრაელის თავდასხმის ამსახველი სურათებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათობით პალესტინელი ემსხვერპლა. ბოლო კვირების განმავლობაში სამიზნეს, სულ მცირე, 10 სკოლა წარმოადგენდა. ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს“ – წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე. შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა.    

მეტი...

“უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ”- მდინარაძე ოპოზიციაზე

„ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი და პარადოქსული ქცევა: მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ” – ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, მმართველი პარტიის მთავარი გამოწვევაა, რომ „ქვეყანა აგენტურას არ გაანადგურებინონ”. „ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი და პარადოქსული ქცევა: მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ, რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხი უამრავ სხვა…

მეტი...

პარიზის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია ხვალ გაიმართება

2024 წლის ოლიმპიადა დასასრულს უახლოვდება, ხვალ, პარიზში დახურვის ცერემონია გაიმართება.  ოლიმპიადა ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნა. სპორტული შეჯიბრების ბოლო დღე კი, 11 აგვისტოა. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შოუს, მსოფლიოში ცნობილი მომღერლები დაასრულებენ. მომდევნო ოლიმპიადა, 2028 წელს ლოს-ანჯელესში გაიმართება.  

მეტი...

დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.  თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზად ტექნიკური შეფერხება დასახელდა. დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო აქციაზე ბოზმენში მიემართებოდა. თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გამო კი მონტანას შტატის, ქალაქ ბილინგში მოუწია ჩასვლა, რის შემდეგაც ტრამპი სხვა კერძო თვითმფრინავით ბოზმენში გაფრინდა. მომხდარის გამო ტრამპს ამომრჩეველთან შეხვედრაზე რამდენიმე საათით დააგვიანდა.  

მეტი...

 „ვალენსიამ“ მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებული შემოთავაზებები უარყო“- მედია

„ვალენსიამ“ საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე შეთავაზება უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას, ესპანური გამოცემა Fichajes-ი ავრცელებს. „საფეხბურთო კლუბ „ვალენსიის“ ეკონომიკური მდგომარეობა სატრანსფერო ბაზარზე მის გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მიგელ ანხელ კორონამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლა პრიორიტეტი ფინანსური მდგრადობის მიღწევა და კონკურენტუნარიანი გუნდის შენარჩუნებაა. კორონამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა და დიდი ვალისა, რომელიც კლუბს აქვს, მათ უკვე უარყვეს რამდენიმე შეთავაზება ნახევარმცველ ხავი გერასა და მეკარე გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე. მიუხედავად ფინანსური საჭიროებისა, „ვალენსია“ მიღებულმა შეთავაზებებმა არ დააკმაყოფილა, რაც, კორონას თქმით, აჩვენებს კლუბის სურვილს, რომ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა…

მეტი...

ძალოსანმა ირაკლი ჩხაიძემ პარიზის ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა

პარიზის ოლიმპიადაზე 102 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა ირაკლი ჩხაიძემ ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ატაცის შემდეგ ის მეშვიდე ადგილზე იყო, აკვრაში კი პირველ ცდაზე 214 კილოგრამი ვერ დაძლია. მიზეზი ფეხის ტრავმა იყო. მესამე ცდაზე ის უკვე 223 კილოგრამს შეეჭიდა, თუმცა ისევდაისევ ტრავმის გამო შტანგა ვერ ასწია და ორჭიდის ჯამში შეჯიბრება 393 კილოგრამით დაასრულა.  

მეტი...

“ღაზაში სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად 20 ტერორისტია ლიკვიდირებული”- ისრაელის თავდაცვა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში ერთ-ერთ სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ტერორისტი და „ჰამასის“ მაღალჩინოსანია ლიკვიდირებული. მათივე ინფორმაციით, სკოლის სალოცავ ოთახში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ აქტიური სამეთაურო პუნქტი მდებარეობდა. რაც შეეხება თავდასხმის შედეგად 100-მდე პალესტინელის დაღუპვას, თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ციფრი ღაზის სექტორის სამთავრობო მედიის მიერ არის გაზვიადებული და „არ ემთხვევა თავდაცვის ძალებში არსებულ ინფორმაციას“.

მეტი...