თბილისის, ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში სასტიკად მოკლული კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მას დღეს დაკრძალავენ. კესარია აბრამიძის ოჯახთან სამძიმრის სათქმელად მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
37 წლის მოდელის მკვლელობაში 26 წლის ბექა ჯაიანია ბრალდებული. გამოძიების ვერსიით, ჯაიანმა აბრამიძე18 სექტემბერს საკუთარ სახლში მოკლა. გარდაცვლილს სხეულზე ათობით ჭრილობაა აქვს დანით მიყენებული. ბრალდებული ბექა ჯაიანი პოლიციელებმა მეორე დღეს დააკავეს – ის საქართველოდან გაქცევას ცდილობდა.