“უკრაინელ კოლეგებთან ვმუშაობთ, რათა გავიგოთ თუ რა მიზანს ისახავს კურსკში მიმდინარე, სავარაუდო ოპერაცია“- კირბი

„აშშ აგრძელებს უკრაინის მთავრობასთან კომუნიკაციას იმის გასაგებად, თუ რა მიზანს ისახავს კურსკში მიმდინარე სავარაუდო ოპერაცია“ – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმას” განუცხადა.

კირბი ამბობს, რომ უკრაინის მხარემ უნდა ისაუბროს საკუთარ ქმედებებზე.

„ჩვენ კავშირი გვაქვს უკრაინელ კოლეგებთან და ვმუშაობთ, რათა უკეთ გავიგოთ, რას აკეთებენ, რა მიზნები აქვთ, რა არის მათი სტრატეგია“- თქვა კირბიმ.

 

მსგავსი თემები