„ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა”- თურქეთის საგარეო უწყება

„ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა“ – ამის შესახებ განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს“.

„ასობით მშვიდობიანი მოქალაქის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობით, რომლებიც სკოლას თავს აფარებდნენ, ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა.

 

 

მსგავსი თემები