ძალოსანმა ირაკლი ჩხაიძემ პარიზის ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა

პარიზის ოლიმპიადაზე 102 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა ირაკლი ჩხაიძემ ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ატაცის შემდეგ ის მეშვიდე ადგილზე იყო, აკვრაში კი პირველ ცდაზე 214 კილოგრამი ვერ დაძლია. მიზეზი ფეხის ტრავმა იყო.

მესამე ცდაზე ის უკვე 223 კილოგრამს შეეჭიდა, თუმცა ისევდაისევ ტრავმის გამო შტანგა ვერ ასწია და ორჭიდის ჯამში შეჯიბრება 393 კილოგრამით დაასრულა.

 

მსგავსი თემები