ირანში ერთ დღეში 29 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

„ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის“ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ირანში ერთ დღეში 29 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. გაერო-ს ინფორმაციით 2024 წელს ირანში სიკვდილით სულ 345 ადამიანი დასაჯეს, რომელთა შორისაც 15 ქალია. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ირანი ამ მეთოდს ადამიანების დაშინებისთვის იყენებს, რაც 2022 წლის პროტესტებს უკავშირდება, როდესაც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა.

„თუ საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივი რეაგირება არ ექნება, უახლოეს თვეებში ათასობით ადამიანი შესაძლოა გახდეს ირანის ისლამური რესპუბლიკის სიკვდილის მანქანის მსხვერპლი“ – განაცხადა „ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის“ ორგანიზაციის დირექტორმა, მაჰმუდ ამირი-მოგადამ.

ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, ირანში სიკვდილით ამგვარი მასშტაბური დასჯა უპრეცედენტოა და 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა.

 

მსგავსი თემები