სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელი, სავარაუდოდ მეხის დაცემის გამო გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი გადაარჩინეს. მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი ადამიანი, სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო
განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ“- ნათქვამია შსს-ს განცხდაებაში.

 

სვანეთში მწვერვალზე მყოფი სამი მთამსვლელი გადაარჩინეს

მსგავსი თემები