“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დონალდ ტრამპზე გამარჯვებაა”- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხდა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დონალდ ტრამპზე გამარჯვებაა. ეს ბაიდენის პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც მან საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

„მე არ შემიძლია იმის თქმაც თუ რამდენი წლის ვარ, ჩემთვის რთულია მაზე საუბარი. თუმცა დიდი პატივია ვიყო პრეზიდენტი,ვთვლი, მქონდეს ვალდებულება ქვეყნის წინაშე, და გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. უფრო კონკრეტულად კი ჩვენ უნდა დავამარცხოთ ტრამპი“,- აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნის შესახებ 21 ივლისს გაავრცელა.

მსგავსი თემები