„შეძრწუნებული ვარ ღაზაში მდებარე სკოლაზე ისრაელის თავდასხმის ამსახველი სურათებით”-ბორელი

“ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს” – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ისრაელის მიერ ღაზაში მდებარე სკოლაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს.

„შეძრწუნებული ვარ ღაზაში მდებარე სკოლაზე ისრაელის თავდასხმის ამსახველი სურათებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათობით პალესტინელი ემსხვერპლა. ბოლო კვირების განმავლობაში სამიზნეს, სულ მცირე, 10 სკოლა წარმოადგენდა. ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს“ – წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა.

 

 

მსგავსი თემები