გივი მაჭარაშვილმა მაგომედხან მაგომედოვი დაამარცხა და ფინალში გავიდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. მან ნახევარფინალში  მეტოქე, აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა. ფინალში ევროპის ორგზის ჩემპიონის, გივი მაჭარაშვილის  ამერიკელ კაილ სნაიდერსა და ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტუჟუდინოვს შორის გამარჯვებული იქნება.

თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ოლიმპიური ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი (125კგ) იბრძოლებს, მისი მეტოქე ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეა.

 

მსგავსი თემები