მომსახურების სააგენტომ საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემა დაიწყო

მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო. მომსახურების სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე და დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში. ამასთან, მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე გაიცემა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობაც, რომელიც მოქმედია სამი წლის ვადით. სააგენტოს ცნობით, დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში. „საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ეროვნული…

მეტი...

„პატარა პრინცესა იყავი, უფალი ჩაგიხუტებს და მოგწმენდს ცრემლს“ – ქობულეთში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს გლოვობენ

ქობულეთში, ზღვაში 8 წლის გოგონა დაიხრჩო. მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, გოგონა ტალღამ გაიტაცა. „ტალღამ წაიღო, ნეტა, არ შევსწრებოდი ამ საშინელებას, უფალო, გამძლეობა მიეცი თავის მშობლებს და ძმას, რომლის ხმაც ყურებში კიდევ ჩამესმის“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დარუპულ მოზარდს ემშვიდობებიან: „ანუკი, ჩვენო ცქრიალა, მხიარულო და განსაკუთრებულო ანგელოზო…. სიკვდილს შენთან რა უნდოდა…. შენ ხომ უამრავი ლამაზი და ფერადი წელი უნდა გემხიარულა შენს საყვარელ თანაკლასელებთან ერთად…. გაგვიფრინდი ანგელოზების სასახლეში… უფალი ჩაგიხუტებს და მოგწმენდს ცრემლს. მოგვენატრები, მოენატრები შენს თანაკლასელებს, მათ მეხსიერებაში დარჩები მხიარულ და ცქრიალა…

მეტი...

კანადაში პოლარულმა დათვებმა კაცი მოკლეს

კანადაში, პოლარულმა დათვებმა ერთ-ერთ კუნძულზე მომუშავე ადამიანი მოკლეს. ადგილზე დამხმარე პერსონალი მივიდა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცი კანადის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ ბრევურტში, ნუნუვატას დაუსახლებელ ნაწილში მუშაობდა. კორპორაცია Nasittuq-ის თანამშრომლებმა, რომელიც კანადური ხელისუფლებისთვის თავდაცვით რადარებს მართავს, ადგილზე მისვლისთანავე ერთ-ერთი დათვი მოკლეს. საერთაშორისო ფონდის მონაცემებით, პოლარული თეთრი დათვების თავდასხმები მთელ მსოფლიოში საკმაოდ იშვიათია, მათ შორის კანადაშიც. ფონდის შეფასებით, მსოფლიოში, 22 000-დან 31 000-მდე თეთრი დათვი არსებობს.

მეტი...

„ახალგაზრდებს, პატარებს მინდა, ერთი რაღაც გითხრათ“ – გენო პეტრიაშვილის მიმართვა

პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ გენო პეტრიაშვილს მშობლიურ გორში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ოლიმპიური ჩემპიონისთვის მისალოცად და ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად გულშემატკივრები თეატრის სკვერში შეიკრიბნენ. ოქროს მედალოსანმა გორელ ქომაგებს და სრულიად საქართველოს მადლობა გადაუხადა გულშემატკივრობისთვის და განაცხადა, რომ ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნის უახლეს გმირებსა და საქართველოს ეძღვნება. „მინდა, თითოეულ ოლიმპიელს მივულოცო ეს წარმატებული გამოსვლა. თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ ეს გამარჯვებები… ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაგარი დახვედრისთვის და შეხვედრისთვის. ახალგაზრდებს, პატარებს მინდა, ერთი რაღაც გითხრათ, არასდროს დანებდეთ! ჩემი გუნდელები, ძიუდოისტები, ჩემი თანამებრძოლები არიან და ყოველ ვარჯიშზე, ჩვენი უმთავრესი დევიზი და უმთავრესი მუღამი, ვარჯიშისა და გამარჯვების…

მეტი...

იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა თანამდებობას ტოვებს

იაპონიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს. ფუმიო კიშიდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციაზე ხელახლა კენჭისყრას აღარ აპირებს და შესაბამისად, სექტემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდანაც გადადგება. მისი თქმით, პოლიტიკას საზოგადოების ნდობის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია. ფუმიო კიშიდა იაპონიის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერისა და ქვეყნის პრემიერის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს. ოპონენტები მას ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ.

მეტი...

“ყოველდღე ველოდი რაღაც სიმწარეს და ესეც მოხდა”- უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მამა

“ვეუბნებოდით ჩამოდი, ჩამოდი, მაგრამ არ ჩამოდიოდა”- ამბობს უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის მამა, დავით გაგნიძე. მისივე თქმით, ბონდო გაგნიძე უკრაინაში ომის დაწყების დღიდან  იბრძოდა. „3 კვირის დაწყებული იყო ომი, როცა წავიდა, რაც წასულია იმის შემდეგ არ ჩამოსულა, სულ იქ არის. ვეუბნებოდით ჩამოდი, ჩამოდი, მაგრამ არ ჩამოდიოდა. კავშირი, გვქონდა ტელეფონით ველაპარაკებოდით, სულ იძახდა კარგად ვარო. ომში წასული კაცი კარგად როგორ იქნებოდა ეს ჩემ დონემდე არ დადის. ის იქ იყო ომში და ოჯახი აქ ვიყავით ომში. ყოველდღე ველოდი რაღაც სიმწარეს და ესეც მოხდა. დონეცკში, შევიდნენ და იქ დაიღუპა. 30- ში უკვე დილით გარდაცვლილი…

მეტი...

“ცხადია, პასუხისმგბელობა სახელმწიფოზეა”- ბაია პატარაია ზუგდიში მომხდარ ტრაგედიაზე

“უკიდურეს სიღატაკეზე ვსაუბრობთ ჩვენ ახლა. როდესაც ადამიანს ჩაჭრილი აქვს დენი, გაზი და არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს და ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობს, ცხადია, პასუხისმგბელობა სახელმწიფოზეა”- ამბობს,  „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიაზე. ბაია პატარაის თქმით, სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველა არასრულწლოვან ადამიანზე. “უკიდურეს სიღატაკეზე ვსაუბრობთ ჩვენ ახლა. როდესაც ადამიანს ჩაჭრილი აქვს დენი, გაზი და არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს და ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობს, ცხადია, პასუხისმგბელობა სახელმწიფოზეა, იმიტომ, რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველა არასრულწლოვან ადამიანზეა, მათ შორის, მათ საცხოვრებელ პირობებზე და იმაზე, რომ არცერთი ბავშვი სიღატაკეში, უშუქობაში არ იზრდებოდეს“- ამბობს ბაია პატარაია.  ზუგდიდში, ერთ-ერთ…

მეტი...

ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ვითარება უკიდურესად დაძაბულია. „უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღე ხსნიან ცეცხლს, დანგრეულია სახლები, გვყავს დაჭრილები, დაღუპულია მშვიდობიანი მოქალაქეები“ – განაცხადა გლადკოვმა. გლადკოვი ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს ხანში აპირებს, მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, რათა ბელგოროდში, კურსკის მსგავსად, ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.  

მეტი...

“უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს”- ფინეთის პრეზიდენტი

“უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს” – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა. სტუბმა აღნიშნა, რომ უკრაინას ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია. „ის ფაქტი, რომ უკრაინა კურსკის მიმართულებით საბოლოოდ თავს იცავს, გარკვეული ძალებით, დაახლოებით, 30-40 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია, მათ ამის სრული უფლება აქვთ. უკრაინელების მოქმედებების შეზღუდვისთვის ჩვენ მიზეზს ვერ ვხედავთ. ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას და როგორ. უკრაინას სრული უფლება აქვს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში საკუთარი თავი დაიცვას“ – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

მეტი...

თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. სავარაუდო დამნაშავე  დაკავებულია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულიხმობს  

მეტი...

საჩხერეში დაკარგული ახალგაზრდა იპოვეს

საჩხერის სოფელ ორღულში დაკარგული 22 წლის საბა მაჭავარიანი იპოვეს. მას ოჯახი დილიდან ეძებდა. როგორ ისინი სოციალურ ქსელში წერდნენ, დაკარგული ახალგაზრდა ტყეში სოკოს საკრეფად იყო წასული და კავშირზე არ გამოდიოდა. „ვიპოვეთ, ცოცხალია. მადლობა ყველას!“- წერს საბა მაჭავარიანის ახლობელი.

მეტი...

„უკვე დავიწყე ტაქსისტად მუშაობა“- რა ვიდეოს აქვეყნებს ქართველ ძალოსანთა ექიმი პარიზიდან (video)

„დედა, მამა ჩავფრინდი, კარგად ვარ, უკვე დავიწყე ტაქსისტად მუშაობა“- წერს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების ექიმი, გიორგი ჭინჭარაული და პარიზში გადაღებულ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები დასრულდა. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში ასპარეზობა 24-ე ადგილზე დაასრულა. ქართულმა დელეგაციამ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.  

მეტი...

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 32 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში,1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის, ქართული სამხედრო ფორმირებები ებრძოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, ჩრდილო-კავკასიელ კონფედერატებს, კაზაკებს, ადგილობრივი სომხებისგან შექმნილ ’’ბაგრამიანის ბატალიონს’’, რომელთაც მხარს უჭერდა რუსეთი. უთანასწორო ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ომის შედეგად, საქართველოს 300…

მეტი...

“ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას. ბორელმა ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. „დავადასტურე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის ბრძოლაში. პუტინმა ვერ გატეხა უკრაინის წინააღმდეგობა მისი გაუმართლებელი შეჭრის მიმართ და ახლა იძულებულია, დაიხიოს უკან, რუსეთის ტერიტორიაზე“ – წერს ჯოზეფ ბორელი.  

მეტი...

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ძალადობის ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1998 წელს დაბადებული ა.მ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები 1969 წელს დაბადებული ი.ფ., 1999 წელს დაბადებული ჯ.ი., წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ს.ა. და 2003 წელს დაბადებული მ.ბ. „დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2000 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში,ასევე, მონაწილეობდნენ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულები: ი.ფ., ჯ.ი., ს.ა. და მ.ბ. პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და…

მეტი...

თბილისში სექსუალური გამოძალვის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სექსუალური გამოძალვის ფაქტზე, დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში მცხოვრებმა, საქართველოს მოქალაქე 24 წლის გოგომ, სოციალური ქსელით 45 წლის თურქეთის მოქალაქე მამაკაცი გაიცნო. ისინი ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და სასიყვარულო, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს, ბრალდებული თურქეთის მოქალაქე, დაზარალებულს ფარულად, მობილური ტელეფონით  ვიდეოებს უღებდა, ასევე, მისი ტელეფონიდან ფარულად გადაიწერა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა. „მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა გოგომ თურქეთის მოქალაქესთან ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა, ბრალდებულმა ფარულად მოპოვებული კადრებით შანტაჟი…

მეტი...

დააკავეს ადამიანი, რომელიც „გლოვოს“ კურიერის დაჭრის გამო იძებნებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის კურიერს თ.ს.-ს ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ნ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“ტყეში წავიდა სოკოზე”- საჩხერეში 22 წლის მამაკაცს ეძებენ

საჩხერის სოფელ ორღულში 22 წლის საბა მაჭავარიანს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ის ტყეში სოკოს საკრეფად წავიდა. „დაიკარგა ჩემი დისშვილი-საბა მაჭავარიანი, 22 წლის. სოფელ ორღულის ტყეში წავიდა სოკოზე, 4 საათის მერე არ გამოსულა კონტაქტზე. თუ ვინმემ რამე იცით, გამომეხმაურეთ უმორჩილესად გთხოვთ. ტელ:568377715“- წერს სოცილაურ ქსელში დაკარგულის დეიდა.

მეტი...

ბოლნისში, მდინარე ხრამში დაკარგული არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს

ბოლნისის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში დაკარგული არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. 17 წლის ახალგაზრდა, გუშინ დაიკარგა. ადგილობრივების თქმით, ის სხვა მოზარდებთან ერთად მდინარეზე შუადღისას წავიდა და ადიდებულ წყალში ჩავარდა.

მეტი...

წევა-შორაპნის მონაკვეთზე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს

წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. იმისათვის, რომ რიკოთის ჩქაროსნული გზის გახსნილი 27 კმ-იანი მონაკვეთი დაუერთდეს ზესტაფონის შემოვლით ახალ მაგისტრალურ გზას, სამუშაოების შეუფერხებელი წარმოებისთვის, აუცილებელია 15 აგვისტოდან რიკოთის 18 კმ-იანი მონაკვეთის ერთ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტმა დროებით იმოძრაოს ძველი გზით. აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კვლავ რიკოთის ახალ მაგისტრალზე გადაადგილდება. გზის ახალი მონაკვეთების დაერთების სამუშაოები,ეტაპობრივად, სექტემბერში დასრულდება,…

მეტი...

ბორის ნემცოვის მკვლელობაში მსჯავრდებული გაათავისუფლეს

რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში მსჯავრდებული თამერლან ესკერხანოვი ციხიდან გაათავისუფლეს. მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და უკრაინაში საომრად წავიდა. „ნოვაია გაზეტა – ევროპა“ თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ესკერხანოვმა საომრად წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უარი ეთქვა პირობით გათავისუფლებაზე. მედიის ინფორმაციით, ის უკრაინაში თებერვლიდან იმყოფება. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლთან ახლოს მოკლეს. ხელისუფლებამ შემსრულებლები დააკავა, თუმცა დამკვეთების ვინაობა დღემდე უცნობია.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ის ლუგანსკის მიმართულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო. ბონდო გაგნიძე 30 ივლისს დაიღუპა. ის ლუგანსკის მისადგომებთან მტრის მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოყვა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ მოახერხეს. საქართველოში ჩამოსვენებამდე, 47 წლის ქართველ მეომარს თანამებრძოლებმა და მოქალაქეებმა პატივი კიევის საკათედრო ტაძარში მიაგეს.

მეტი...

აშშ პოლონეთს 96 ერთეულ მოიერიშე შვეულმფრენ Apache-ს მიაწვდის

პოლონეთმა და აშშ-მა შეთანხმება გააფორმეს, რომელიც პოლონეთისთვის 96 ერთეული მოიერიშე შვეულმფრენის AH-64E Apache-ს გადაცემას ითვალისწინებს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ კამიშის ცნობით, Apache-ს ტიპის თვითმფრინავები Mi-24-ებს ჩაანაცვლებენ, რომელსაც პოლონეთი ამ დრომდე იყენებს. AH-64E Apache განკუთვნილია სამიზნეებზე დარტყმისა და დაზვერვის ჩასატარებლად. შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ 2023 წლის აგვისტოში დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც პოლონეთისთვის აღნიშნული საფრენი საშუალებების მიყიდვას 12 მილიარდ დოლარად ითვალისწინებს.

მეტი...

,,ეს პუტინს ნამდვილ დილემას უქმნის” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინული ჯარების შეტევა კურსკის ოლქზე რუსეთის პრეზიდენტისთვის ნამდვილი დილემაა. „ეს პუტინს ნამდვილ დილემას უქმნის. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ უკრაინელებთან. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით, ვიდრე შეტევა მიმდინარეობს“, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს. ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური კომენტარია კურსკის ოლქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.  

მეტი...

ბელგოროდში დღეიდან რეგიონულ დონეზე საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა

რუსეთის ბელგოროდის რეგიონში დღეს დილიდან რეგიონულ დონეზე საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა. განცხადება გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გააკეთა: ,,ბელგოროდის რეგიონში ვითარება კვლავ რჩება უკიდურესად მძიმე და დაძაბული, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიური დაბომბვა, დანგრეული სახლები, დაშავებული და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები. ამიტომ, დღეიდან ვიღებთ გადაწყვეტილებას ბელგოროდის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, რათა დამატებით დავიცვათ მოსახლეობა, გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა რეგიონულ დონეზე”, – განაცხადა გლადკოვმა ვიდეომიმართვაში. რუსეთში საგანგებო რეჟიმი ითვალისწინებს, საგანგებო ზონაში ადამიანებისა და ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასა და მოსახლეობის ევაკუაციას. გადაუდებელი შემთხვევების დონეებია – ადგილობრივიდან ფედერალურამდე , რაც განისაზღვრება მსხვერპლთა რაოდენობისა და ზიანის მოცულობით. შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს რუსეთის…

მეტი...

რუსეთი ჩრდ.კორეას 447 თხას აჩუქებს

რუსეთი ჩრდ.კორეას 447 თხას აჩუქებს. ეს გადაწყვეტილება ოფიციალურმა მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც ივნისში პუტინისა და კიმ ჩენ ინის მიერ მოსკოვში სამიტი გაიმართა. როსელხოზნადზორის პრესრელიზში წერია, რომ ჩრდ.კორეაში 432 არამაკე მდედრი და 15 მამრი თხა ლენინგრადის რეგიონიდან ქალაქ რასონში გაიგზავნება.

მეტი...

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა. საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურად აფხაზთა ერთ ნაწილს შორის საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 სექტემბერს დაიწყო, ომი 13 თვეს გაგრძელდა და 1993 წლის 30 სექტემბერს დასრულდა. სეპარატისტთა მხარეს, რომელსაც ზურგს რუსეთი უმაგრებდა ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი, დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში. აფხაზეთის ომში დაიღუპა 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 000-მდე პირი. 300 000-ზე მეტი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. აფხაზეთის…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16 აგვისტომდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 16 აგვისტომდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 16 აგვისტომდე უმეტესად…

მეტი...

გმირთა მოედნის ესტაკადაზე დღეს საღამოდან გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

გმირთა მოედნის ესტაკადაზე დღეიდან გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

მეტი...

უკრაინამ სუმის ოლქში რუსეთის საზღვართან მოსახლეობას გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესა

უკრაინის ხელისუფლებამ სუმის ოლქში რუსეთის საზღვრიდან 20 კილომეტრიან ზოლში სამოქალაქო პირებს მოძრაობა აუკრძალა. ინფორმაციას Gordon.ua უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ამ ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა გაიზარდა, ასევე მოქმედებენ რუსული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან. 20 კილომეტრიან აკრძალულ ზონაში მხოლოდ იმ სამოქალაქო პირებს შეუშვებენ, ვინც უშუალოდ ადგილობრივი მაცხოვრებელია.

მეტი...

,,ფიროსმანის ნამუშევრებს საფრთხე არ ემუქრება” – ეროვნული მუზეუმის განცხადება

,,ეროვნულ გალერეაში გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები… ფიროსმანის ნამუშევრებს საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში. ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ზედაპირულ ცნობებს, თითქოს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში აღმოჩენილი მწერების გამო, ფიროსმანისა და სხვა ხელოვანთა ნამუშევრებს საფრთხე ემუქრება. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები. გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები – საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა. აქედან გამომდინარე, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება. ეროვნული…

მეტი...

,,უკრაინის კონტროლის ქვეშაა 74 დასახლება” – ზელენსკი

,,კურსკში ,,გაცვლის ფონდი” იზრდება. უკრაინის კონტროლის ქვეშაა 74 დასახლება”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. ,,მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციისა და კურსკის რეგიონში ჩვენი ოპერაციების შესახებ ანგარიშებს ვიღებ. რთული და ინტენსიური შეტაკებების მიუხედავად, ჩვენი ძალები კურსკის რეგიონში წინსვლას განაგრძობენ, იზრდება ჩვენი სახელმწიფოს “გაცვლის ფონდიც”. უკრაინის კონტროლის ქვეშაა 74 დასახლება – იქ ინსპექციისა და სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები ტარდება. ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავებაც გრძელდება. გმირული სამსახურისთვის ჩვენი მებრძოლების მადლიერი ვარ. მზადება გრძელდება შემდგომი ნაბიჯებისთვის”, – წერს ზელენსკი.

მეტი...

„ჰამასს“ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი არ უთქვამს – The Jerusalem Post

ორგანიზაცია „ჰამასს“ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომლებიც 15 აგვისტოს უნდა განახლდეს, უარი არ უთქვამს. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს. მიუხედავად ამისა, გამოცემის მტკიცებით, „ჰამასში“ არ ფიქრობენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვა საჭირო იყოს. როგორც „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, შუამავლები მათზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რათა მათ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღონ. მათი თქმით, შუამავლებმა მოლაპარაკებების არა ახალ რაუნდზე, არამედ შეთანხმების პირობებზე უნდა იფიქრონ, რომელიც „ჰამასმა“ დაამტკიცა, ხოლო ისრაელმა უარყო.

მეტი...

თურქეთში დააკავეს 18 წლის ბიჭი, რომელმაც 5 ადამიანი დაჭრა

თურქეთში 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელმაც 5 ადამიანი დაჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში, პოლიციამ დანით და ნაჯახით შეიარაღებული ახალგაზრდა დააკავა, რომელიც 5 ადამიანს თავს დაესხა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

უკრაინას კურსკის ოლქის მიერთება არ სურს – უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის კურსკის ოლქის მიერთება არ სურს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გიორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა. ,,რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას სხვისი არაფერი უნდა. უკრაინა არ არის დაინტერესებული იმაში, რომ კურსკის ოლქის ტერიტორია რუსეთს წაართვას, მაგრამ ჩვენ ჩვენი ადამიანების სიცოცხლის დაცვა გვსურს“, – თქვა მან. როგორც მან აღნიშნა, კურსკის ოლქიდან მოსაზღვრე უკრაინის სუმის ოლქი მუდმივად იბომბებოდა. მისი თქმით, კურსკის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით 2 ათასზე მეტი დარტყმა განხორციელდა. იერიშების მიტანა ხდებოდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, ლულიანი არტილერიიდან, ნაღმმტყორცნებიდან, დრონებით და ავიაბომბებით.

მეტი...

,,ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ირანი ისრაელს არ დაარტყამდა, თანამდებობაზე ჩემი ყოფნის დროს, ირანს არ ჰქონდა ფული „ჰამასისთვის“ და „ჰეზბოლასთვის“ – დონალდ ტრამპი

,,ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ირანი ისრაელს არ დაარტყამდა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელ მილიარდერთან, ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელ „იქსზე“ გადაიცემოდა. ტრამპმა მასკთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში, ნულოვანი შანსი იყო, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა მომხდარიყო. „ჩემი თანამდებობაზე ყოფნის დროს, ირანს არ ჰქონდა ფული „ჰამასისთვის“, მათ არ ჰქონდათ ფული „ჰეზბოლასთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

მეტი...