„ჰამასს“ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი არ უთქვამს – The Jerusalem Post

ორგანიზაცია „ჰამასს“ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომლებიც 15 აგვისტოს უნდა განახლდეს, უარი არ უთქვამს. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

მიუხედავად ამისა, გამოცემის მტკიცებით, „ჰამასში“ არ ფიქრობენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვა საჭირო იყოს.

როგორც „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, შუამავლები მათზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რათა მათ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღონ.

მათი თქმით, შუამავლებმა მოლაპარაკებების არა ახალ რაუნდზე, არამედ შეთანხმების პირობებზე უნდა იფიქრონ, რომელიც „ჰამასმა“ დაამტკიცა, ხოლო ისრაელმა უარყო.

მსგავსი თემები