ბორის ნემცოვის მკვლელობაში მსჯავრდებული გაათავისუფლეს

რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში მსჯავრდებული თამერლან ესკერხანოვი ციხიდან გაათავისუფლეს. მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და უკრაინაში საომრად წავიდა.

„ნოვაია გაზეტა – ევროპა“ თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ესკერხანოვმა საომრად წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უარი ეთქვა პირობით გათავისუფლებაზე. მედიის ინფორმაციით, ის უკრაინაში თებერვლიდან იმყოფება.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლთან ახლოს მოკლეს. ხელისუფლებამ შემსრულებლები დააკავა, თუმცა დამკვეთების ვინაობა დღემდე უცნობია.

მსგავსი თემები