„პუტინმა იხუმრა, მას კარგი იუმორის გრძნობა აქვს“ – ლავროვი

ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მორიგ განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ მან იხუმრა. საუბარია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის მხარდაჭერაზე.

„ეს ხუმრობა იყო. პრეზიდენტ პუტინს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ინტერვიუებისას და განცხადებებისას ხშირად ხუმრობს“, – განმარტა  ლავროვმა და დასძინა, რომ აშშ-ის მიმდინარე და მომდევნო საარჩევნო კამპანიების მიმართ რუსეთის მიდგომაში განსხვავებები არ არსებობს.

„იქ საიდუმლო მმართველობა მოქმედებს“, – აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

მსგავსი თემები