„პატარა პრინცესა იყავი, უფალი ჩაგიხუტებს და მოგწმენდს ცრემლს“ – ქობულეთში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს გლოვობენ

ქობულეთში, ზღვაში 8 წლის გოგონა დაიხრჩო. მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, გოგონა ტალღამ გაიტაცა.

„ტალღამ წაიღო, ნეტა, არ შევსწრებოდი ამ საშინელებას, უფალო, გამძლეობა მიეცი თავის მშობლებს და ძმას, რომლის ხმაც ყურებში კიდევ ჩამესმის“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დარუპულ მოზარდს ემშვიდობებიან:

„ანუკი, ჩვენო ცქრიალა, მხიარულო და განსაკუთრებულო ანგელოზო…. სიკვდილს შენთან რა უნდოდა…. შენ ხომ უამრავი ლამაზი და ფერადი წელი უნდა გემხიარულა შენს საყვარელ თანაკლასელებთან ერთად…. გაგვიფრინდი ანგელოზების სასახლეში… უფალი ჩაგიხუტებს და მოგწმენდს ცრემლს. მოგვენატრები, მოენატრები შენს თანაკლასელებს, მათ მეხსიერებაში დარჩები მხიარულ და ცქრიალა ანუკით… უფალმა ანუგეშოს და გააძლიეროს შენი ოჯახი“.

„ანუკი, უშენობა მკლავს, როგორ ვიცხოვროო… უზომოდ გიჟო დედის, ანუკიი…. შემაძულე ყველაფერი“, – წერენ სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები