“უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს”- ფინეთის პრეზიდენტი

“უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს” – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა. სტუბმა აღნიშნა, რომ უკრაინას ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია.

„ის ფაქტი, რომ უკრაინა კურსკის მიმართულებით საბოლოოდ თავს იცავს, გარკვეული ძალებით, დაახლოებით, 30-40 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია, მათ ამის სრული უფლება აქვთ. უკრაინელების მოქმედებების შეზღუდვისთვის ჩვენ მიზეზს ვერ ვხედავთ. ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას და როგორ. უკრაინას სრული უფლება აქვს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში საკუთარი თავი დაიცვას“ – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები