“ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას. ბორელმა ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

„დავადასტურე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის ბრძოლაში. პუტინმა ვერ გატეხა უკრაინის წინააღმდეგობა მისი გაუმართლებელი შეჭრის მიმართ და ახლა იძულებულია, დაიხიოს უკან, რუსეთის ტერიტორიაზე“ – წერს ჯოზეფ ბორელი.

 

მსგავსი თემები