„რომელი ავტორიტეტები ეგენი არიან ჭკუა დაგვარიგონ, ბალტიისპირელებმა თუ ვინ? თავიანთ საქმეს მიხედონ“ – აცხადებს მეუფე იაკობი და მსოფლოს აფრთხილებს.
მისი თქმით, დაგვიდგა ის დრო, რომ დღევანდელ მსოფლიოში ქართველებს ჩვენი ადგილი გვქონდეს.
„ღმერთმა დიდი ძალა რომ მოგცა, ნუ დამიწყებ დაჩაგვრას. იცოდეთ, რომ ქართული ეკლესია იქ იქნება სადაც ქართველი ხალხი იდგება. არცერთ ლიდერს არ გაჰყვება, თქვენთან ერთად იდგება, სისხლის ბოლო წვეთამდე და სული რომ აღმოგვხდება, მაინც თქვენთან ვიქნებით, არაფრის არ შეგეშინდეთ, ეს დროც გასავლელი გვაქვს“ – აცხადებს ბოდბელი მიტროპოლიტი.
ის უცხოეთს ეუბნება, რომ საქართველოს არავის ვალი აქვს.
„როგორც მეგობრები ან დაშორდებიან ან რაიმე იქნება, არცერთი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონტრიბუციით ხან ავღანეთში დავყავდით და დღეს თურმე შესაძლოა ჩვენ ჯარს დახმარებაც შეუწყვიტონ, ჯარი მთავრობის ხომ არ არის, ის ჩვენია. არავის არ ვემუქრებით, მაგრამ ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, ჭკვიანად უნდა იყვნენ“ – ასეთია მეუფეს გზავნილი.