კანადაში პოლარულმა დათვებმა კაცი მოკლეს

კანადაში, პოლარულმა დათვებმა ერთ-ერთ კუნძულზე მომუშავე ადამიანი მოკლეს. ადგილზე დამხმარე პერსონალი მივიდა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცი კანადის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ ბრევურტში, ნუნუვატას დაუსახლებელ ნაწილში მუშაობდა.

კორპორაცია Nasittuq-ის თანამშრომლებმა, რომელიც კანადური ხელისუფლებისთვის თავდაცვით რადარებს მართავს, ადგილზე მისვლისთანავე ერთ-ერთი დათვი მოკლეს.

საერთაშორისო ფონდის მონაცემებით, პოლარული თეთრი დათვების თავდასხმები მთელ მსოფლიოში საკმაოდ იშვიათია, მათ შორის კანადაშიც. ფონდის შეფასებით, მსოფლიოში, 22 000-დან 31 000-მდე თეთრი დათვი არსებობს.

მსგავსი თემები