“ცხადია, პასუხისმგბელობა სახელმწიფოზეა”- ბაია პატარაია ზუგდიში მომხდარ ტრაგედიაზე

“უკიდურეს სიღატაკეზე ვსაუბრობთ ჩვენ ახლა. როდესაც ადამიანს ჩაჭრილი აქვს დენი, გაზი და არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს და ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობს, ცხადია, პასუხისმგბელობა სახელმწიფოზეა”- ამბობს,  „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიაზე.

ბაია პატარაის თქმით, სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველა არასრულწლოვან ადამიანზე.

“უკიდურეს სიღატაკეზე ვსაუბრობთ ჩვენ ახლა. როდესაც ადამიანს ჩაჭრილი აქვს დენი, გაზი და არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს და ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობს, ცხადია, პასუხისმგბელობა სახელმწიფოზეა, იმიტომ, რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველა არასრულწლოვან ადამიანზეა, მათ შორის, მათ საცხოვრებელ პირობებზე და იმაზე, რომ არცერთი ბავშვი სიღატაკეში, უშუქობაში არ იზრდებოდეს“- ამბობს ბაია პატარაი

ზუგდიდში, ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს ტყუპი ძმები ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს არც შუქი ჰქონდა და არც გაზი. ხანძარი კი, სავარაუდოდ, დანთებული სანთლიდან გაჩნდა.

მსგავსი თემები