უკრაინამ სუმის ოლქში რუსეთის საზღვართან მოსახლეობას გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესა

უკრაინის ხელისუფლებამ სუმის ოლქში რუსეთის საზღვრიდან 20 კილომეტრიან ზოლში სამოქალაქო პირებს მოძრაობა აუკრძალა. ინფორმაციას Gordon.ua უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ამ ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა გაიზარდა, ასევე მოქმედებენ რუსული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან.

20 კილომეტრიან აკრძალულ ზონაში მხოლოდ იმ სამოქალაქო პირებს შეუშვებენ, ვინც უშუალოდ ადგილობრივი მაცხოვრებელია.

მსგავსი თემები