ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციები აკრძალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ რადას ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კანონის მიზანია უკრაინაში აიკრძალოს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა, აიკრძალოს „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის პროპაგანდა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რადას მიერ მხარდაჭერილ კანონს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ. რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტების პაკეტი ზელენსკიმ რადას 15 აგვისტოს წარუდგინა, რაც ნიშნავს უკრაინის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სრულ გაწევრიანებას.

მეტი...

სინაგოგის ავტოსადგომზე ავტომობილი აფეთქდა-დაშავებულია პოლიციელი

საფრანგეთში, ლა გრანდე მოტეში, სინაგოგის ავტოსადგომზე ავტომობილი აფეთქდა. მომხადის შედეგად პოლიციელი დაშავდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეძებენ პირებს, რომლებიც ავტომობილის დაწვის უკან დგანან. „მინდა, დავარწმუნო ჩვენი თანამემამულე ებრაელი მოქალაქეები და ქალაქის მცხოვრებლები, რომ, რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბრძანებით, ჩამდენ პირთა დასაკავებლად ყველა საშუალებაა მობილიზებული“ – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა.

მეტი...

აფეთქება პაკისტანში-დაღუპულია ორი ბავშვი

„როიტერის“ ინფორმაციით,პაკისტანში აფეთქების შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებულია 16 ადამიანი.  მედიის ცნობით, აფეთქება პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პოლიციის შენობასთან მოხდა, დაშავებულებს შორის 7 პოლიციელია. დაღუპულია ორი ბავშვი, რომლებიც აფეთქების დროს პოლიციის შენობასთან გადაადგილდებოდნენ. პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ  ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის შენობასთან მდგარ მოტოციკლეტზე იყო მიმაგრებული.

მეტი...

„დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ“- შოლცი გერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე

„დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ“ – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. გერმანიის კანცლერმა თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. „ზოლინგენში მომხდარი თავდასხმა საშინელი მოვლენაა, რომელმაც შოკში ჩამაგდო. თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი სასტიკად მოკლა. დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ “- განაცხადა ოლაფ შოლცმა. ბოლო მონაცემებით, ქალაქ ზოლინგენში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.

მეტი...

ძლიერი წვიმა და ქარბორბალა ზუგდიდში (video)

ძლიერმა წვიმა და ქარბორბალა იყო ზუგდიდში. სტიქიამ პრობლემები შექმნა, როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ასევე  რამდენიმე სოფელშიც. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია გაზსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის უმეტეს უბნებსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს.  

მეტი...

სურამში მუსიკალური სკოლის შენობის ნაწილი ჩამოინგრა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სურამში მუსიკალური სკოლის შენობის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც ავტორი წერს, საფრთხე მოსახეობასაც ემუქრება. „ახლა სურამში მუსიკალური სკოლა ჩამოინგრა, უკანა კედრლი ,საფრთხე ემუქრება იქაურ მოსახლეობას აწვება გაზის მილს, ავარიული მდგომარეობაშია მუსიკლაური სკოლა და გაფრთხილებდით მეოზბლები. მიუმართავთ მერიისთვის მაგრამ არაფერი იმოქმედეს , გაზის მილებს აწვება , მეორე მხარეც დაინგრევა გამოწერილია კედელი. ელოდებიან 112“- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

ახმეტაში არასრულწლოვანს უამინდობის გამო დაზიანებული სახლის ნაწილი დაეცა

გავრცელებული ინფორმაციით,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კუწახტაში სტიქიის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. ბავშვს უამინდობის გამო დაზიანებული სახლის ნაწილი დაეცა. ბავშვი ახმეტის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განამრტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის განმარტებით, ამ დროისათვის, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც ძლიერი ქარითა და სეტყვით მიყენებული ზიანის ოდენობას ადგენს.    

მეტი...

გერმანიაში, ფესტივალზე სამი ადამიანი მოკლეს

გერმანიაში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირმა თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. შემთხვევა ქალაქ ზოლინგენში მოხდა. მოსახლეობა ქალაქის 650 წლის იუბილეს აღნიშნავდა. „დღეს საღამოს, ზოლინგენში, ჩვენ ყველანი შოკში ვართ. ყველას გვსურდა ქალაქის იუბილე ერთად აღგვენიშნა, ახლი კი დაღუპულები და დაშავებულები უნდა ვიგლოვოთ“, – განაცხადა ქალაქის მერმა, ტიმ კურცბახმა.

მეტი...

ზუგდიდიში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა

ზუგდიდიში ძლიერმა წვიმამ და ქარბორბალამ პრობლემები შექმნა. მოგლეჯილია ათეულობით ხე , დაზიანებულია გაზსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები. ქარისგან მოგლეჯილმა ხემ სამი ავტომობილი დააზიანა, მანქანები დაზიანებულია სხვა ტერიტორიაზეც. ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის უმეტეს უბნებსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. უამინდობამ პრპობლემები შექმნა მთელს საქართველოში.  

მეტი...

ონში ადიდებულმა მდინარემ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა დააზიანა

ონის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა ნალექმა, პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი ხიდის ნაწილობრივ დააზიანა, რის შედეგადაც სოფელ გლოლასთან გადაადგილება დროებით შეზღუდულია. ონის მერიის განცხადებით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ამ დროისათვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დილიდან დაიწყო ტექნიკის მობილიზება, ამ დროისთვის მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

მეტი...

დასეტყვილია ვენახები,სახურავის გარეშე დარჩა 20-მდე – სტიქია ახმეტაში

უამინდობამ ახმეტის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.  სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან. პირველადი ინფორმაციით, სახურავის გარეშე დარჩა 20-მდე სახლი, დასეტყვილია ვენახების ნაწილი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ კუწახტაში სტიქიის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. ბავშვს უამინდობის გამო დაზიანებული სახლის ნაწილი დაეცა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინდელმა ქარმა, ახმეტაში მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროენერგიის ბოძებიც. ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს. ახმეტის მერის ალექსი ფიცხელაურის განცხადებით, ინფრასტრუქტურული ზარალის დათვლა უკვე დაიწყეს.

მეტი...

„ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა სურდათ, მათი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს“ – ზელენსკი

„მათ ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა სურდათ, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მათი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდეტი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისამდი გავრცელებულ მიმართვაში. „დღეს, ჩვენ 33-ე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ.  ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა. მათ ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა სურდათ, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მათი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს… 33 წლის წინ უკრაინა მსოფლიოს რუკებზე ხელახლა დაიბადა და დღეს, უკრაინა მსოფლიოს გულებს იპყრობს. გამბედაობას შთააგონებს და მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეგეშინდეთ პუტინის. ის მსოფლიოს საკუთარი…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელებს ქართველი ხალხის სახელით დამოუკიდებობას ულოცავს. „ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია – თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“ – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.  

მეტი...

„შეწყვიტოს ტაივანის დამოუკიდებლობის“  და სეპარატისტული აქტივობების მხარდაჭერა“ – ჩინეთი შტატებზე

ტაივანი ჩინეთსა და აშშ-ის შორის ისევ კონფლიქტს თემად რჩება. ამჯერად, ჩინეთი აშშ-ს ტაივანის ე.წ. ლიდერების მასპინძლობის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აშშ უნდა დაემორჩილოს ერთიანი ჩინეთის პრინციპს. „ტაივანის „პრეზიდენტი“ არ არსებობს.  ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-სა და ტაივანს შორის ოფიციალური გაცვლის ნებისმიერ ფორმას. ეს პოზიცია თანმიმდევრული და ნათელია. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს დაემორჩილოს ერთი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთ-აშშ-ის სამი ერთობლივი კომუნიკეს, შეასრულოს აშშ-ს ლიდერების მიერ ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებზე აღებული ვალდებულებები, გაუმკლავდეს ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებს მაქსიმალური წინდახედულობით, შეაჩეროს ნებისმიერი ოფიციალური პირი. ტაივანთან გაცვლას, შეწყვიტოს რეგიონთან მისი არსებითი ურთიერთობების განახლება და შეწყვიტოს „ტაივანის დამოუკიდებლობის“…

მეტი...

მამარდაშვილმა ასპასის დარტყმული პენალტი მოიგერია

ლა ლიგის მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სელტასთან“ 1:2 მარცხდება. მასპინძლებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა 45-ე წუთზე იაგო ასპასის დარტყმული პენალტი მოიგერია.  

მეტი...

მამაკაცს, რომელმაც მძინარე ცოლს დანით 19 ჭრილობა მიაყენა, სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

მამაკაცს, რომელმაც მძინარე ცოლს დანით 19 ჭრილობა მიაყენა, სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გახმაურებული მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას დღეს დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოკლულის დედა უვადო პატიმრობას ითხოვდა. თავად ბრალდებულმა კი თქვა, რომ საღ გონებაზე არ იყო. პროკურატურა განაჩენს გაასაჩივრებს. ბრალდება თვლის, რომ მამაკაცმა დანაშაული გენდერის ნიშნით ჩაიდინა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. გიორგი კავლელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე ბოლო სიტყვის თქმისას დანაშაული კიდევ ერთხელ აღიარა. 9 იანვარს გამთენიისას, ვარკეთილში, 27 წლის ქალი სასიკვდილოდ მაშინ დაჭრეს, როდესაც მას თვეების შვილთან ერთად ეძინა. ქეთევან ედიბერიძეს დანით 19 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და მალევე საავადმყოფოში დაიღუპა. კლინიკაში…

მეტი...

რა არის საჭირო იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ ემიგრანტებს?

ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი იმ პროცედურებს განმარტავს, რომელიც საშუალებს მისცემს ემიგრანტებს დაბრკოლების გარეშე მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. “პირველი ეს არის საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა, და ლოკაციაზე მინიმუმ 50, მაქსიმუმ 3000 ასეთი ამომრჩევლის ყოფნა, რაც ნიშანვს, რომ იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სააარჩევნო უბნის შექმნის შემთხვევაში, იქ მიიღებს მონაწილეობას. მეორე მოცემულობაა, საგეარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, შესაბამის რაოდენობაში ყველა შესაბამის ლოკაციაზე ინფორმაციის მოწოდება, რომ შემდეგომ ცესკომ, არაუგვიანეს 1 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ. ამასთან, ვისაც სურს საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს და შემდეგ ავტომატურ სიებში მოხვდნენ, ამისთვის მათ უნდა გაიარონ სათანადო პროცედურები, ამის შესახებ დეტალური ინფორმაციას…

მეტი...

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთში მიიწვია

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთში მიიწვია. ამის შესახებ მოდის კიევში ვიზიტის შედეგად უკრაინისა და ინდოეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. “სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევებში ის [ნარენდრა მოდი] აგზავნის მოწვევას, რაც მან გააკეთა კიდევაც ამ შემთხვევაში. ასე რომ, ჩვენ ველით, იმ მომენტში, როდესაც მისთვის მოსახერხებელი იქნება, პრეზიდენტი ზელენსკი ინდოეთს ეწვევა” – განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრამანიამ ჯაიშანკარმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე. 23 აგვისტოს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.    

მეტი...

დედამ 8 თვის ტყუპები გაგუდა

ყაზახეთში 26 წლის ქალს 8 თვის შვილების გაგუდვა ედება ბრალად. ინფორმაციას, Mirror-ი ავრცელებს. დაკავებული ლუდმილა ხაკიმოვაა. გამოცემის ცნობით, 8 თვის ვალერია და მისი ძმა განუწყვეტლივ ტიროდნენ. ბავშვებს კბილები ამოსდიოდათ და ძალიან წუხდნენ. ლუდმილამ ბავშვების დაძინება ბევრჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ლუდმილა ალკოჰოლს სვამდა და ბავშვების ტირილი ძალიან აღიზიანებდა. ამიტომ, „ხმის ჩასახშობად“ გადაწყვიტა ბავშვებისთვის სქელი საბანი გადაეფარებინა. ფიქრობდა, რომ ეს მათ დაძინებაში დაეხმარებოდა. ამის შემდეგ, ლუდმილამ სმა მშვიდად განაგრძო. შემდეგ კი დასაძინებლად წავიდა. მეორე დღეს, როდესაც ლუდმილამ გაიღვიძა, მაშინვე ბავშვების სანახავად შევიდა. „საბანი გადავხადე. ორივეს ლურჯი ფერი დაჰკრავდა. მაშინვე სასწრაფოს დავურეკე“,- ამბობს…

მეტი...

“სიფრთხილეა საჭირო”- ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით მოქალქეებს აფრთხილებენ

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ამინდის შეცვლასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ამინდის მნიშვნელოვანი შეცვლა ძირითადად დასავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. „ხვალ 24 აგვისტოს საქართველოში, ძირითადად დასავლეთში, მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი შეცვლა, დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი. სიფრთხილეა საჭირო იმ ნეგატივებისთან, როგორიცაა წყალდიდობა, ელჭექი, მეწყერი, სეტყვა და ძლიერი ქარი“ – წერს მეტეოროლოგი.  

მეტი...

თალიბანი ავღანეთში ქალის ხმის საჯაროდ გაჟღერებას კრძალავს

“სათნოების გავრცელებისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტროს” მიერ გამოცემული კანონის თანახმად, ავღანეთში ქალის ხმა, რომელიც მღერის ან კითხულობს, საჯარო ადგილებში არ უნდა ისმოდეს, რადგან ის ინტიმურად ითვლება. გარდა ამისა, ქალებს ეკრძალებათ შეხედონ მამაკაცებს, რომლებთანაც სისხლით ან ქორწინებით არ არიან დაკავშირებული.

მეტი...

პოლიციამ 20 წლის შემდეგ აიყვანა მამაკაცი, რომელმაც ჯგუფთან ერთად ორი ძმა მოკლა და სახლის ეზოში ჩააბეტონა

პოლიციამ 20 წლის შემდეგ აიყვანა მამაკაცი, რომელმაც ჯგუფთან ერთად, 2004 წელს, ორი ძმა თანხის გამოძალვის მიზნით ჯერ მოკლა, შემდეგ კი ნაქირავები სახლის ეზოში ჩააბეტონა. დაკავებული გარიკ კოსტანიანი დანაშაულებრივი ჯგუფის ბოლო წევრია, რომელიც 2004 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. ის სამართალდამცველებმა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, საქართველოში შემოსვლის დროს დააკავეს. ცნობისთვის, აზერბაიჯანიდან საქართველოში მანქანის საყიდლად ჩამოსული ილხამ და რასიმ გასანოვები დამნაშავეებმა ფულის გამოძალვის მიზნით ნაქირავებ სახლში გაიტაცეს, სასტიკად აწამეს და მოკლეს. გამტაცებლებმა ძმების ცხედრები იქვე ეზოში ჩააბეტონეს.  

მეტი...

“რთულია აუხსნა წამებით მოკლული ადამიანების ოჯახებს, რატომ მოიხადა რამდენიმე “ნაციონალების” ჯალათმა ფორმალური სასჯელი”- გიორგი გამსახურდია

“ძალიან კარგია როდესაც მმართველმა პარტიამ, ჩადენილი დანაშაულების გამო, ე.წ. პოლიტიკური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” დასჯის პირობა საჯაროდ რომ დადო. კოჰაბიტაციამ ამ ხალხთან ვნახეთ რაც მოგვიტანა, ღორების და მარგალიტების არ იყოს” – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, სააკაშვილის, რურუას და ადეიშვილის შექმნილი „დანაშაულებრივი სინდიკატი“ უნდა დაისაჯოს. “ურთულესია პაატა ქარდავას ოჯახს აუხსნა, რომ ვიღაც გარეწარმა რომა შამათავამ (მეგობრობდა პაატასთან, პურიც ჰქონდა მის სახლში ბევრჯერ გატეხილი), თავისნაირ ნაძირალებთან ერთად, ყველანაირი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე, რატომ ჩამოჰკიდა ბეტონის ფილა პაატას ფეხზე და შუბლგახვრეტილი წყალში ჩაძირა. ასევე რთულია აუხსნა შავაძის, ცინდელიანის, თეთრაძის და უამრავი…

მეტი...

ტურისტებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა-დაღუპულია 27 ადამიანი

Reuters-ის ინფორმაციით, ნეპალში ტურისტებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა.  დაღუპული 27 და  დაშავებულია 16 ადამიანი. ნეპალის პოლიციის სპიკერის, შაილენდრა თაფას განცხადებით, ავტობუსს 43 ინდოელი ტურისტი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში გადაჰყავდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა მდინარიდან 22 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 12 სერიოზულად იყო დაშავებული. ისინი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

მეტი...

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა, ტაილანდის კურორტზე 5 ადამიანი იმსხვერპლა

ტაილანდში, ტურისტულ კუნძულ ფუკეტზე ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა, სულ მცირე, 5 პირი იმსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის რუსი ცოლ-ქმარიცაა. წყვილი კუნძულზე დასასვენებლად ჩავიდა. მათი განმარტებით, პოლიცია სხვა დაღუპულების ვინაობის დადგენას ცდილობს. “დილის 2 საათზე დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, რამაც სახლები დააზიანა. ტერიტორიის მცხოვრებლები გაოცებულები იყვნენ” – აღნიშნავენ პოლიციაში.

მეტი...

ნიკოლოზ მაისურაძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 17-წლამდე სპორტსმენთა შორის ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) ფინალში იჭიდავებს. ნახევარფინალში მან უკრაინელი კოსტიუკი 4:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ირანელ რეიზა აფშარს დაუპირისპირდება. გიგია ლუქუნიძე (110 კგ) ნახევარფინალში ამერიკელ ფალავანთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი – თემურ თუთარაშვილი (48 კგ) და რატი რევაზაშვილი (65 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან შეეცდებიან. მსოფლიო პირველობაზე დღევანდელი ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკი ხვალ, 24 აგვისტოს გაიმართება.  

მეტი...

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჩინეთში ჩავა

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი 27-29 აგვისტოს ჩინეთში ჩავა. სალივანი პეკინში ვიზიტისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე სალივანი უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე, ასევე ტაივანის სრუტეში არსებულ ვითარებასა და ახლო აღმოსავლეთის საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას. როგორც ამერიკული მედია წერს, ჯეიკ სალივანი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ისაუბრებენ ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერ, სი ძინპინის პოტენციურ შეხვედრაზე, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს.  

მეტი...

რუსეთში შტურმის დროს ოთხი პატიმარი მოკლეს

რუსული მედიის ცნობით, სამართალდამცავების შტურმის შედეგად ვოლგოგრადის ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია. რუსული მედია წერს, რომ შტურმის დროს ოთხივე პატიმარი მოკლულია. მათივე ინფორმაციით, პატიმრების განეიტრალება სნაიპერებმა მოახერხეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა კოლონიის შტურმი დაიწყეს. ოთხმა პატიმარმა მძევლად აიყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები. შტურმი ნახევარ საათს გაგრძელდა. მანამდე პატიმრებმა, რომლებმაც კოლონიაში მძევლები აიყვანეს, განაცხადეს, რომ „დაკავშირებულები არიან ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და აპირებენ, შური იძიონ მუსლიმი ძმების გამო, რომლებიც „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის საქმის ფარგლებში დააკავეს“.  

მეტი...

გოგონას, რომელმაც 74 წლის მამაკაცი მოკლა, პატიმრობა შეუფარდეს

გორის რაიონულმა სასამართლომ 74 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის გოგონას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დღევანდელი პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებული არასრულწლოვანია. ცნობისთვის, მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში, მინის ქარხნის დასახლების მიმდებარედ, ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ ტაქსის მძღოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მეტი...

კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოში იმყოფება 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით, დანიის სამეფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ, პირველი შეხვედრა დანიის ვეტერანთა ცენტრის დირექტორთან, პოლკოვნიკ კიმ სიმონსენთან გამართა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ მასპინძელ მხარეს სამსახურის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა და ის პროექტები გააცნო, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ახორციელებს, ასევე ისაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა და მათი გამოცდილების გაზიარება. მასპინძელმა მხარემ, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა და დანიის ვეტერანთა ცენტრის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა, ფსიქო-სოციალური და განათლების მიმართულებით არსებული პროექტები გააცნო. ასევე, გაუზიარა ინფორმაცია დანიაში არსებულ ვეტერანთა…

მეტი...

კურსკის ოლქი 133 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის ჯარის შესვლის შემდეგ რეგიონი 133 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რუსული მედიის მტკიცებით, ამის შესახებ ცნობილი კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსეი სმირნოვსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი. პუტინთან თათბირი ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმაც ჩაატარა, რომლის მტკიცებითაც, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წუხელ ოლქში შეღწევის მცდელობა ჰქონდათ. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით კი, რეგიონში სიტუაცია გართულებულია. გუბერნატორის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქს გამუდმებით ბომბავენ.

მეტი...

უნგრეთის მთავრობა მზად არის, მიგრანტები, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, ბრიუსელამდე უფასო ცალმხრივი ბილეთებით უზრუნველყოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობა მზად არის, მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, ბრიუსელამდე უფასო ცალმხრივი ბილეთებით უზრუნველყოს. გერგელი გულიაშმა გააკრიტიკა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უნგრეთს თავშესაფრის წესების მუდმივი დარღვევისთვის 200 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. „ბრიუსელს სურს, ნებისმიერ ფასად გვაიძულოს, რომ მიგრანტები მივიღოთ. თუ ბრიუსელს სურს მიგრანტები, შეუძლია ჰყავდეს“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მეტი...

სიცილიასთან იახტის ჩაძირვისას დაკარგული მეექვსე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

იტალიელმა მყვინთავებმა სიცილიასთან იახტა Bayesian-ის ჩაძირვისას დაკარგული მეექვსე ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი 18 წლის ჰანან ლინჩს ეკუთვნის, რომელიც მამასთან, მილიარდერ მაიკ ლინჩთან ერთად იმყოფებოდა იახტაზე. ჰანან ლინჩი იყო უკანასკნელი, მეექვსე დაკარგული ადამიანი, ვისაც იტალიელი მაშველები ეძებდნენ. ხუთი ცხედარი, რომელთა შორის მილიონერი მაიკ ლინჩიც იყო, ზღვაში იტალიელმა მაშველებმა ორი დღის წინ აღმოაჩინეს. უამინდობის გამო იახტის ჩაძირვის შესახებ 19 აგვისტოს გახდა ცნობილი. ინციდენტის დროს ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 15 ადამიანი, მათ შორის 1 წლის ბავშვი გადაარჩინეს. მედიის ცნობით, კრუიზში წასვლა ლინჩის იდეა იყო. მან ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ერთ-ერთი სასამართლო…

მეტი...

,,ვერცერთი კონფლიქტი ვერ გადაწყდება ბრძოლის ველზე” – ინდოეთის პრემიერი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ კიევში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ვერცერთი კონფლიქტი ვერ გადაწყდება ბრძოლის ველზე. როგორც გამოცემა Le Monde აღნიშნავს, ინდოეთის მთავრობა თავს იკავებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მკაფიოდ დაგმობისგან და ნაცვლად, ორივე მხარეს მოუწოდებს, გადაწყვიტონ უთანხმოება დიალოგის გზით. „ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგსა და დიპლომატიას მშვიდობისა და სტაბილურობის რაც შეიძლება მალე აღსადგენად. ამისთვის ინდოეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს მეგობარ ქვეყნებთან ერთად“, – აღნიშნა ინდოეთის მთავრობის მეთაურმა.

მეტი...

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავებულია 4 ბავშვი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

პროკურატურა ქეთი ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ქმრისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს და 20 წლიან სასჯელს სააპელაციოში გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა, მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გენდერის ნიშნით ჩადენილ ქმედებაში…

მეტი...