ონში ადიდებულმა მდინარემ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა დააზიანა

ონის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა ნალექმა, პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი ხიდის ნაწილობრივ დააზიანა, რის შედეგადაც სოფელ გლოლასთან გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

ონის მერიის განცხადებით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ამ დროისათვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დილიდან დაიწყო ტექნიკის მობილიზება, ამ დროისთვის მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

მსგავსი თემები