„როიტერის“ ინფორმაციით,პაკისტანში აფეთქების შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებულია 16 ადამიანი. მედიის ცნობით, აფეთქება პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პოლიციის შენობასთან მოხდა, დაშავებულებს შორის 7 პოლიციელია. დაღუპულია ორი ბავშვი, რომლებიც აფეთქების დროს პოლიციის შენობასთან გადაადგილდებოდნენ.
პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის შენობასთან მდგარ მოტოციკლეტზე იყო მიმაგრებული.