პოლიციამ 20 წლის შემდეგ აიყვანა მამაკაცი, რომელმაც ჯგუფთან ერთად ორი ძმა მოკლა და სახლის ეზოში ჩააბეტონა

პოლიციამ 20 წლის შემდეგ აიყვანა მამაკაცი, რომელმაც ჯგუფთან ერთად, 2004 წელს, ორი ძმა თანხის გამოძალვის მიზნით ჯერ მოკლა, შემდეგ კი ნაქირავები სახლის ეზოში ჩააბეტონა. დაკავებული გარიკ კოსტანიანი დანაშაულებრივი ჯგუფის ბოლო წევრია, რომელიც 2004 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. ის სამართალდამცველებმა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, საქართველოში შემოსვლის დროს დააკავეს.

ცნობისთვის, აზერბაიჯანიდან საქართველოში მანქანის საყიდლად ჩამოსული ილხამ და რასიმ გასანოვები დამნაშავეებმა ფულის გამოძალვის მიზნით ნაქირავებ სახლში გაიტაცეს, სასტიკად აწამეს და მოკლეს. გამტაცებლებმა ძმების ცხედრები იქვე ეზოში ჩააბეტონეს.

 

მსგავსი თემები