უნგრეთის მთავრობა მზად არის, მიგრანტები, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, ბრიუსელამდე უფასო ცალმხრივი ბილეთებით უზრუნველყოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობა მზად არის, მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, ბრიუსელამდე უფასო ცალმხრივი ბილეთებით უზრუნველყოს.

გერგელი გულიაშმა გააკრიტიკა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უნგრეთს თავშესაფრის წესების მუდმივი დარღვევისთვის 200 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

„ბრიუსელს სურს, ნებისმიერ ფასად გვაიძულოს, რომ მიგრანტები მივიღოთ. თუ ბრიუსელს სურს მიგრანტები, შეუძლია ჰყავდეს“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები