ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა, ტაილანდის კურორტზე 5 ადამიანი იმსხვერპლა

ტაილანდში, ტურისტულ კუნძულ ფუკეტზე ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა, სულ მცირე, 5 პირი იმსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის რუსი ცოლ-ქმარიცაა. წყვილი კუნძულზე დასასვენებლად ჩავიდა. მათი განმარტებით, პოლიცია სხვა დაღუპულების ვინაობის დადგენას ცდილობს.

“დილის 2 საათზე დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, რამაც სახლები დააზიანა. ტერიტორიის მცხოვრებლები გაოცებულები იყვნენ” – აღნიშნავენ პოლიციაში.

მსგავსი თემები