მამაკაცს, რომელმაც მძინარე ცოლს დანით 19 ჭრილობა მიაყენა, სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

მამაკაცს, რომელმაც მძინარე ცოლს დანით 19 ჭრილობა მიაყენა, სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გახმაურებული მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას დღეს დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოკლულის დედა უვადო პატიმრობას ითხოვდა. თავად ბრალდებულმა კი თქვა, რომ საღ გონებაზე არ იყო. პროკურატურა განაჩენს გაასაჩივრებს. ბრალდება თვლის, რომ მამაკაცმა დანაშაული გენდერის ნიშნით ჩაიდინა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.

გიორგი კავლელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე ბოლო სიტყვის თქმისას დანაშაული კიდევ ერთხელ აღიარა.

9 იანვარს გამთენიისას, ვარკეთილში, 27 წლის ქალი სასიკვდილოდ მაშინ დაჭრეს, როდესაც მას თვეების შვილთან ერთად ეძინა. ქეთევან ედიბერიძეს დანით 19 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და მალევე საავადმყოფოში დაიღუპა. კლინიკაში მოხვდა გიორგი კავლელაშვილიც, რომელმაც მკვლელობის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. 8 თვიანი განხილვის შემდეგ საქმეზე 20 წლიანი განაჩენი დადგა, თუმცა უვადო პატიმრობის მოთხოვნით დავა ზედა ინსტანციაში გაგრძელდება.

მსგავსი თემები