,,ვერცერთი კონფლიქტი ვერ გადაწყდება ბრძოლის ველზე” – ინდოეთის პრემიერი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ კიევში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ვერცერთი კონფლიქტი ვერ გადაწყდება ბრძოლის ველზე.

როგორც გამოცემა Le Monde აღნიშნავს, ინდოეთის მთავრობა თავს იკავებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მკაფიოდ დაგმობისგან და ნაცვლად, ორივე მხარეს მოუწოდებს, გადაწყვიტონ უთანხმოება დიალოგის გზით.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგსა და დიპლომატიას მშვიდობისა და სტაბილურობის რაც შეიძლება მალე აღსადგენად. ამისთვის ინდოეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს მეგობარ ქვეყნებთან ერთად“, – აღნიშნა ინდოეთის მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი თემები