ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთში მიიწვია

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთში მიიწვია. ამის შესახებ მოდის კიევში ვიზიტის შედეგად უკრაინისა და ინდოეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

“სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევებში ის [ნარენდრა მოდი] აგზავნის მოწვევას, რაც მან გააკეთა კიდევაც ამ შემთხვევაში. ასე რომ, ჩვენ ველით, იმ მომენტში, როდესაც მისთვის მოსახერხებელი იქნება, პრეზიდენტი ზელენსკი ინდოეთს ეწვევა” – განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრამანიამ ჯაიშანკარმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

23 აგვისტოს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

 

 

მსგავსი თემები